მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ინფრასტრუქტურა, რეგიონული დაფარვა და ხარისხიანი სერვისები - 2026 წლის ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები

news image
mbc image

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტებია პირველადი ჯანდაცვა, რეგიონების მაქსიმალური დაფარვა მაღალი ხარისხის სერვისებით და საავადმყოფო ინფრასტრუქტურის განვითარება.

როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება მოქალაქეთა საჭიროებებზეა დაფუძნებული.

„საქმე რასაც აკეთებს ჩვენი სამინისტრო და მისი თითოეული თანამშრომელი კეთდება მოქალაქეებისთვის. ამიტომ ის, რომ მოქალაქეებს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ბუნებრივია, რომ ეს ჩემი ამოცანაა. პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს არის ის რაც სჭირდება კარგ ჯანდაცვას, კარგ სოციალურ უზრუნველყოფას. ამის მიხედვით მოიყრის თავს კონკრეტულად ეს პრიორიტეტებიც. ეს არის რა თქმა უნდა კარგი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური განვითარება, რომლის მიმართულებითაც აუცილებლად გვექნება გარკვეული გეგმები განხორციელებული. არ შეიძლება ამ თვალსაზრისით არ გამოვყოთ იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს, რამდენიმე რეგიონული საავადმყოფოს მიმართულებით - ეს მნიშვნელოვანია. პირველადი ჯანდაცვა აუცილებლად დარჩება რა თქმა უნდა პრიორიტეტად, თუმცა აქ განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს არის რეგიონების დაფარვა მაქსიმალურად მაღალი და კომფორტული ხარისხის მქონე სერვისებით.  გარკვეული პროგრამული ცვლილებები შეიძლება იყოს, მაგალითად კვლავაც ორიენტირებული მაღალი ხარისხის სერვისების მიღებაზე. ეს გულისხმობს, რომ იქ სადაც რა კომპონენტი აკლია, შეიძლება ეს წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში ჩვენი შემდგომი მუშაობის გაგრძელების საბაბსა და მიზანს. ფასების პოლიტიკის რეგულირება, ესეც რა თქმა უნდა არანაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ როგორ გავხადოთ მედიცინა უფრო აკადემიური, აი ამ პრაქტიკული მედიცინა აკადემიური გახდეს, ამიტომ იგივე განათლების მიმართულებით, უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით გვაქვს გარკვეული გეგმები. გეგმები უკავშირდება იგივე სამედიცინო შეცდომების მინიმიზაციის სურვილს და ამოცანას. ესეც ნუ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ბევრი წლის განმავლობაში ვერ დაინერგა ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც დარეგულირდებოდა სამედიცინო შეცდომები - ამის აღრიცხვა ერთის მხრივ და შემდეგ მუშაობა იმაზე, რომ ეს კლებად რეჟიმში იყოს. ამიტომ ყველაფერი ეს ჩვენი ინტერესის საგანი იქნება და ვნახოთ ალბათ შევეცდებით რომ მომდევნო წლის ამ დროისთვის გვქონდეს უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები რეზულტატი“, - განაცხადა მინისტრმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა | საქსტატი

30.10.2026.11:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა