ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია საქართველოს საგზაო სამშენებლო სტანდარტების კიდევ უფრო დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან - მინისტრი
თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია — Georgia Rubberized Asphalt Summit 2026 (GRAS 2026), რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს ეძღვნება. სამიტის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.
კონფერენცია ორგანიზებულია კომპანიების Tegeta Green Planet-ისა და Wasteless-ის მიერ, საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორის — Rubberized Asphalt Foundation (RAF)-ის მხარდაჭერით. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის ექსპერტებს, ინჟინრებს, ინდუსტრიისა და მთავრობის წარმომადგენლებს.
სიტყვით გამოსვლისას, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროფესიონალებისა და მეცნიერების მასპინძლობა, რათა ქვეყანამ უკეთ გაიზიაროს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თანამედროვე მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია საქართველოს საგზაო სამშენებლო სტანდარტების კიდევ უფრო დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების, მათ შორის, მოდიფიცირებული ასფალტბეტონის გამოყენებით.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო დერეფანია.
სამიტში მონაწილეობენ გზის ინჟინერიის სფეროს საერთაშორისო სპეციალისტები, მათ შორის Rubberized Asphalt Foundation-ის თავმჯდომარე დოქტორი ჯორჯ ბ. უეი, Consulpav International-ის თავმჯდომარე დოქტორი ჟორჟე ბ. სოუზა და ტრანსპორტის ინჟინერიის ექსპერტი, პროფესორი შაქირ შატნავი.
სამიტის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განხილვა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
01.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0123 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6431 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6431 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6444 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0123 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0141 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018
ლარი შეადგინა.