მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვას მხოლოდ პასუხისმგებლიანი კომპანიები შეძლებენ - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

„სამშენებლო სექტორის გაჯანსაღება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიდგომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა, ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით როგორც ხარისხთან, ასევე პროექტების დროულად განხორციელების კუთხით “, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის შეფასებისას.

მინისტრის თქმით, მთავრობამ ბიზნესთან თანამშრომლობით გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს პროცესის გაჯანსაღებას და კონკურენტული გარემოს შექმნას.

რევაზ სოხაძემ განმარტა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ფასების ინდექსაცია, რაც გულისხმობს პროექტების ღირებულების გადახედვას და ბიზნესის დაცვას გაუთვალისწინებელი რყევებისგან. ასევე გათვალისწინებულია ზედნადები ხარჯების ზრდა მინიმუმ 14%-ით, სხვადასხვა სამუშაოზე განსხვავებული მაჩვენებლებით. შესყიდვების კანონში ცვლილებების შედეგად მცირე მეწარმეებს მიეცათ გაერთიანების შესაძლებლობა, რაც ბაზარს უფრო გახსნის და კონკურენციას გააძლიერებს. გარდა ამისა, განხორციელდა საერთაშორისო ტენდერების გახსნა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც სექტორის განვითარებასა და ინვესტორების დაინტერესებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„ფასების ინდექსაცია არ ნიშნავს მხოლოდ ფასის მატებას - ეს არის გადახედვა. თუ სტრატეგიულ პროდუქტზე, მაგალითად ბიტუმზე, ფასი უცბად მოიმატებს, სახელმწიფოს მხრიდან ინდექსაცია ნიშნავს, რომ ბიზნესს კრიზისში არ ჩავაგდებთ. ხოლო როდესაც ფასი კლებულობს, სახელმწიფო ანალოგიურად იღებს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაოს შესრულებისას სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი მაქსიმალურად გაძლიერდება.

„ჩვენ ვითხოვთ ხარისხიანად აშენებულ სკოლებს, ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს. სახელმწიფო დაკვეთის მიღებისას არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ შეძლებს მანიპულაციას. მოთხოვნა იქნება ისეთივე, როგორც კერძო დამკვეთს ექნებოდა“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით,ახალი მიდგომები ქმნის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს, სადაც წარმატებას მიაღწევენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ხარისხიანად და პასუხისმგებლობით მუშაობენ.

„ახალი ინციატივების განხორციელება არა მხოლოდ ინვესტორების დაინტერესებას და ბიზნესის წინსვლას შეუწყობს ხელს, არამედ უზრუნველყოფს იმასაც, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სხვა ინტერესებით მოქმედი ჯგუფები ვეღარ შეძლებენ სისტემაში ჩარევას. კორუფცია ყველაზე მეტად ანგრევს ქვეყანას. საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ერთჯერადი არ არის - ეს იქნება პერმანენტული პროცესი, რათა სისტემა მთლიანად გათავისუფლდეს ამ მავნე სენისგან,“ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა

02.10.2026.17:21

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.

ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.

საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა