მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

„ქვეყნის ეკონომიკის პირველი კვარტალის ორნიშნა ზრდაში, ალბათ, ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც აქვს თავისი წილი ამ შედეგში და ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყება. ეს პროექტები იქნება როგორც ფუნქციურად მნიშვნელოვანი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტი,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში ახალ პროექტებზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს პროექტირებების პროცესი, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა საბოლოოდ უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას.

„სრულფასოვანი პროექტის ჩამოყალიბება ნიშნავს ნაკლებ შეფერხებას მშენებლობისას, რაც ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ძალიან დიდი მიწოდება გვექნება სამშენებლო კომპანიებისთვის და მინდა მათაც მოვუწოდო, რომ მზად იყვნენ ამ გამოწვევისთვის“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ პროგრესს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ბიზნესისთვის, ისე ქვეყნისთვის მთლიანად“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა

02.10.2026.17:21

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.

ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.

საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა