მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

კომპანია BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად - ინგა ფხალაძე

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ კომპანია BP-ის მიმართ სამი ათწლეულის განმავლობაში გამორჩეული პარტნიორობისა და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორსა თუ ზოგად განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ კომპანია BP-ს საქართველოში საქმიანობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე, BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად. ინგა ფხალაძის შეფასებით, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ადრეული განვითარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) მშენებლობითა და ექსპლუატაციაში შეყვანით, საქართველოს ძირითად საერთაშორისო ენერგეტიკულ დერეფნებში ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა BP-ის ჩართულობას.

„ამ უმნიშვნელოვანესმა პროექტებმა არამხოლოდ განამტკიცა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელიც მოუტანა საქართველოს - მათ ხელი შეუწყვეს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, მილსადენის მარშრუტების გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და, ზოგადად, ადგილობრივი თემების გაძლიერებას. საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის შედეგია“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველო კვლავაც იმ ინიციატივების მხარდაჭერის ერთგულია, რომლებიც აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ინოვაციებს და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადასვლის პროცესს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-აპრილში საქართველოში $98 მილიონის სმარტფონების იმპორტი განხორციელდა

12.06.2026.19:00

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 98 მლნ-მდე დოლარის ღირებულების სმარტფონების იმპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყანაში 13%-ით მეტი ღირებულების სმარტფონების (ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) იმპორტი დაფიქსირდა. იანვარ-აპრილში საქართველომ 97 959.6 ათასი დოლარის სმარტფონები იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 86 700.4 ათასი დოლარის. 

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყანაში 301.5 ტონა სმარტფონის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ოთხ თვეში კი 226.6 ტონის. 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 34 877.8 ათასი დოლარი;
  • ჩეხეთი -18 917.6 ათასი დოლარი;
  • ჰონ-კონგი - 12 413.8 ათასი დოლარი;
  • ვიეტნამი - 10 778.7 ათასი დოლარი;
  • ჩინეთი - 8 950.9 ათასი დოლარი;

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა