მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

ინგა ფხალაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგეტიკული ურთიერთკავშირის და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნული კვლევის შესრულების დეტალებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, რაც კაბელის მარშრუტის დეტალიზაციას, გარემოსდაცვით და სხვა მიმართულებებს უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი იყო, რომელიც ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მსოფლიო ბანკის მისიასთან გამართულ შეხვედრაში ინგა ფხალაძესთან ერთად ასევე მონაწილეობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ინგა ფხალაძე

13.08.2026.22:47

მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.

„საქართველო ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის, პირველ რიგში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ევროპაში მოხვედრას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინგა ფხალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროპასთან, რაც ქვეყანას გეოგრაფიული ფაქტორის გამო აქამდე არ ჰქონია.

„ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა, ვინაიდან ტრანზიტის გარდა, ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტსაც განვახორციელებთ. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს და ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა