მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

„ინნ დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში, ნოემბრის ბოლომდე ჩაბარდება - ლანა ბლიაძე

news image
mbc image

„ინნ დეველოპმენტი დიდი დიღომის“ მშენებლობა დასრულებულია. როგორც Business Insider Georgia-სთან  Inn Development - ინნ დეველოპმენტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლანა ბლიაძემ განაცხადა, კომპანია დაპირებისამებრ ამ პროცესს შემოდგომის ბოლომდე დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ „ინნ დეველოპმენტი დიდი დიღომის“ პროექტში 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს აქცია და 1 კვ/მ ფართის ღირებულება 900 დოლარი იქნება.

„შემოდგომის ბოლოს, როგორც  ჩვენს ბინადრებს დავპირდით, კომპლექსში ყველა ტიპის მოწყობითი სამუშაოები დასრულებული იქნება, პროექტის ორ კორპუსში ბინადრები უკვე გადმოვიდნენ, ხოლო რაც შეეხება მთლიანად კომპლექსს - ნოემბრის ბოლოსთვის დასრულებულის სტატუსი ექნება. ეზო უკვე მოპირკეთებულია, ტერიტორიაზე არის საბავშვო მოედანი, რეკრეაციული სივრცე, სპორტული მოედანი - ძალიან კარგი და გამწვანებული გარემოა, რაც დამეთანხმებით, ჯანსაღი ცხოვრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ბინების 80% უკვე გაყიდულია. შეიძლება იმ ადამიანებს, ვინც ბინას ეძებს, შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს დარჩენილი 20% ნაკლებად კარგად დაპროექტებული ბინებია - პირიქით, ძალიან კარგი გეგმარების ბინებია დარჩენილი, რომელთა ფართი 46 კვ/მ-დან იწყება.

შემოდგომის ბოლომდე ვერ, მაგრამ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შევინარჩუნებთ ფასს, რომელიც 940 დოლარის ნაცვლად იქნება 900 დოლარი (ექვივალენტი ლარში)“ - აცხადებს ლანა ბლიაძე.

„ინნ დეველოპმენტის“ PR და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საცხოვრებელი ფართების პარალელურად, პროექტში საკმაოდ მოთხოვნადია კომერციული ფართებიც.

„რაც შეეხება კომერციულ ფართებს, აქაც 80% უკვე გაყიდულია. ამ ფართების შეძენა ცნობილმა კომპანიებმა განახორციელეს, და შესაბამისად, ამ ლოკაციაზე სხვადასხვა ობიექტი განთავსდება. კომპლექსის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის ობიექტი, რაც ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება - პროდუქტი იქნება ეს, თუ საყოფაცხოვრებო ნივთები “ - განმარტავს ლანა ბლიაძე.

 “ინნ დეველოპმენტი“ - პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას  ხარისხიან, კომფორტულ და უნიკალურ საცხოვრებელ სივრცეებს სთავაზობს.

კომპანია წარმატებულად ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ და ბიზნეს პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის აღსანიშნავია საცხოვრებელი და ბიზნეს სივრცეები, როგორიცაა, სასტუმროები “ბაკურიანი ინნ”, “ახალციხე ინნ”, “გუდაური ინნ”, “გორი ინნ”, ასევე, საცხოვრებელი კომპლექსები ვაშლიჯვარში “რენესანსი ინნ”, “ბაკურიანი ინნ აპარტამენტები” მიმდინარე პროექტი “ინნ დეველოპმენტ დიდი დიღომი”.

კომპანია “ინნ დეველოპმენტი” წლების განმავლობაში  აქტიურად ვითარდება და მომხმარებლებისთვის სანდოობასთან, კომფორტთან, საუკეთესო მომსახურებასა და ყველასთვის მორგებულ პირობებთან ასოცირდება.

2023 წელს კომპანია “ინნ დეველოპმენტი” შვეციარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მონაცემებით “წლის ლიდერი ბრენდი” გახდა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 5 წლის წინ იყო 16 მილიარდი დოლარი და გახდა შარშან 38,1 მილიარდი დოლარი ანუ გაიზარდა 22,1 მილიარდით ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა | პრემიერი

09.06.2026.01:40

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით და ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ზე დებატებში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისთვის, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.

 

„ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს ამას. ევროკავშირსაც არ უნდა, რომ ზედმეტ ტვირთად დააწვეს კონკრეტული ქვეყანა. დღევანდელი მოცემულობით, ამაზე საუბრობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. არაერთ ლიდერს პირადად ჩემთან უსაუბრია ამასთან დაკავშირებით. დღეს თეორიულად რომ გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დღეს არის დოტაციაზე, ევროკავშირისგან იღებს დახმარებას, ყველას უნულდება არსებული ფორმულით დახმარება. უკრაინა რომ გახდეს ხვალ ევროკავშირის წევრი, ისინი აცხადებენ, რომ ყველას გაუნულდება დახმარება, ყველაფერი წავა უკრაინაში და  მაგალითად, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს და ა.შ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუნულდებათ  ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც იღებენ ევროკავშირის საერთო ფონდიდან. ასეთ ვითარებაში ეკონომიკას ენიჭება განმსაზღვრელი მნიშვნელობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხითაც მოწინავეა.

 

„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 5 წლის წინ იყო 16 მილიარდი დოლარი და გახდა შარშან 38,1 მილიარდი დოლარი ანუ გაიზარდა 22,1 მილიარდით ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მოლდოვას რაც შეეხება 11,5 მილიარდი დოლარი იყო და გაიიარდა 20,1 მილიარდ დოლარამდე ანუ 8,6 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა საქართველოს და მოდლოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ 5 წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით. ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ბიუჯეტი აქვს დღეს საქართველოს, ვიდრე მოლდოვას. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას. დატვირთეს სესხებით, კრედიტებით, რომლებიც მერე უნდა გაისტუმროს მოლდოვამ და ამ სესხების ფონზე არის ამხელა სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან 13,5 მილიარდი დოლარით მხოლოდ 5 წლის განმავლობაში. აქაც ხედავთ, რომ საქართველო ობიექტურად ეკონომიკური კუთხით არის ბევრად უფრო სასურველი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ვიდრე მოლდოვა ან უკრაინა. უკრაინაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის რეალური ეკონომიკა 21 პროცენტით შემცირდა.

 

„ვინც იცის ეკონომიკა, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ეკონომიკური კატასტროფა, დაახლოებით ის, რაც საქართველოში მოხდა 90-იან წლებში. გასაგებია, ომია, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგა უკრაინამ ამ ომის შედეგად წლების განმავლობაში. ეს არის არსებითი ევროკავშირისთვის როდესაც საუბარია ქვეყნის გაწევრიანებაზე. უკრაინა ხვალ რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, თავად ამ ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ განულდება მათი ფინანსური მხარდაჭერა, რასაც წლების განმავლობაში იღებდნენ ევროკავშირის მხრიდან. მოლდოვაში არ იყო, თუმცა მოლდოვის რეალური ეკონომიკა იგივე წლების  განმავლობაში შემცირდა ერთი პროცენტით. კატასტროფაა ანუ საუბარია 4-წლიან პერსპექტივაზე. 4 წელიწადში ჯამურად მოლდოვაში შემცირდა 1 პროცენტით. იგივე დროს საქართველოს რეალური ეკონომიკა გაიზარდა 41,1 პროცენტით. ხედავთ რამდენად უფრო სასურველი პარტნიორი გახდა გახდა ეკონომიკური კუთხით საქართველო ევროკავშირისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შეფასებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა