მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

ინოვაციები გვექნება შესყიდვების კანონში - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ეფექტიანობის დეპარტამენტმა, სახელმწიფო შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ახალი, ეფექტიანი მიდგომები დანერგა. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. 
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის ინსტიტუციური როლი და საზედამხედველო ფუნქცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაცია ახლა უფრო ეფექტიანად ახორციელებს ყველა სამინისტროს, სახელმწიფო საწარმოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლს, რაც მიზნად ისახავს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის უფრო კოორდინირებულ და ეფექტიან მართვას.
„ჩვენ მივიღეთ ის, რომ რეალურად გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის, ინსტიტუციურ ნაწილს თუ შევხედავთ, გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქცია, რომელიც გამომდინარეობს პრემიერის კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან - გააკონტროლოს აბსოლუტურად მთავრობის ყველა სამინისტრო, იქნება ეს სახელმწიფო საწარმო, თუ სსიპ-ი. ანუ, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში შედის.
ჩვენ გვქონდა, არასწორი პრაქტიკები და ეფექტიანობის დეპარტამენტმა, რომელიც ნამდვილად ძალიან პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება, რომლებიც კონკრეტულ დარგებში არიან სერიოზული პროფესიონალები, მათთან ერთად მთავრობის შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი -ეს ორი დეპარტამენტი ერთად მუშაობს რეალურად, მოახერხეს ის, რომ შეიძლება ითქვას, ახალი კულტურა დაინერგა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათ შორის შესყიდვების სააგენტოსთან, რომელსაც ასევე ძალიან პროფესიონალური გუნდი ჰყავს და ერთობლივად, შევძელით ის, რომ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ. ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება იყო ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა - EMRS, რომელიც ახლა ამოქმედდა, პირველი იანვრიდან ოფიციალურად სავალდებულო გახდა ყველა შემსყიდველისთვის, რომ ბაზრის კვლევები გააკეთონ ელექტრონულად.
ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ 4 მილიარდის ბაზრის კვლევა გაატარა სისტემამ, 4 მილიარდის ღირებულების, საიდანაც 75% დასრულდა დადებითი შედეგით. ანუ გვქონდა ერთზე მეტი პრეტენდენტი, შემოვიდა, რომელმაც კონკრეტული ფასი დააფიქსირა“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. 
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოში საჯარო შესყიდვების სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პროცესების დიდი ნაწილი უკვე ელექტრონულ პლატფორმებზეა გადატანილი, რაც სუბიექტივიზმის შემცირებას და გამჭვირვალობის ზრდას უზრუნველყოფს.
„საჯარო დაწესებულებებში მომუშავე შესყიდვების სპეციალისტებმაც ძალიან კარგად აითვისეს ეს მოდული. ძალიან მაგრად მუშაობს, იმიტომ რომ 4 მილიარდის ღირებულების აწევა და ამისი გატარება არის რთული, მათ შორის პროგრამულადაც. ეს ეფექტიანად მუშაობს და მთავარი, ზოგადად სახელმწიფო შესყიდვებში არის საიდან იღებ ფასს. ანუ ვაჭრობას ჩვენ საიდან ვიწყებთ. თუ არასწორად ვმუშაობთ, მაშინ ვაჭრობას დავიწყებთ ძალიან მაღალი ფასიდან. თუ სწორად ვმუშაობთ, თუკი კომპანიებმა არ იციან რას წერენ სხვები, თუ არ არსებობს რაღაც კარტელური შეთანხმებები, მათ შორის საჯარო დაწესებულებასთან თუ კოორდინაციას არ უწევს - ეს სისტემა ამას გამორიცხავს. იმიტომ რომ ვერც თვითონ საჯარო დაწესებულება, სანამ ვადა არ ამოიწურება, ვერავის შეთავაზებას ვერ ნახულობს, ვერც დაფიქსირებულ ფასს ვერ ნახულობს.
ასევე ჩვენ ჩავაშენეთ კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომ რაღაც დაზუსტება თუ უნდა მაგალითად კონკრეტულ პრეტენდენტს, შეუძლია ონლაინ რეჟიმში მიწეროს შემსყიდველს და ონლაინ რეჟიმშივე მიიღოს პასუხი. ახლა ვგეგმავთ, რომ შესყიდვების ხელშეკრულების მონიტორინგიც გადავიტანოთ ელექტრონულ პლატფორმაზე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, პროგრამული ნაწილი არის ახლა გასავლელი, იდეურ დონეზე რა თქმა უნდა მზად არის. შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოც გვინდა ამაში შევქმნათ და გვინდა, რომ ტექნოლოგიები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. რატომ? რომ სუბიექტივიზმი გამოირიცხოს. ამას ბოლომდე ვერ გამორიცხავ, თუმცა თუ ამას შეამცირებ რაღაც 90%-ით, ძალიან მაგარ შედეგს ვიღებთ. EMRS-ის სისტემამ მოახერხა, რომ 4 მილიარდის ბაზრის კვლევები ასწია, არ გვქონია პროგრამული შეფერხებები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 75% დასრულდა დადებითად. ეს ნიშნავს, რომ იქ იყო კონკურენცია, ფასები დააფიქსირეს ერთზე მეტმა კომპანიამ და შემსყიდველმა ორგანიზაციამ შემდგომში ტენდერში გამოსაცხადებელი ფასი აიღო სწორად. 
ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ეს არის: ერთი იდეურად, კულტურულად გადავტეხეთ რაღაც პრაქტიკები საჯარო შესყიდვების მიმართულებით. კიდევ ვაგრძელებთ, იმიტომ რომ დეპარტამენტი მათ შორის ეხლა მუშაობს შესყიდვების კანონის ცვლილებებზე და ინოვაციები გვექნება შესყიდვების კანონში, რომელიც მათ შორის ბიზნესისთვისაც სიახლეები იქნება და ამაში კონსულტაციებს აუცილებლად გავივლით.
ვითარდება ეს დეპარტამენტი, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტთან ერთად. მივიდეთ იქამდე, რომ დღეს თუ ეკონომიები არის ძალიან ბევრი, საბოლოო ჯამში რამდენიმე წელიწადში ეს რიცხვები უნდა შემცირდეს, იმიტომ რომ მათ აღარ უნდა დასჭირდეთ ეკონომია - საფუძველშივე სწორ ფასს აიღებენ“, - განმარტა ჟორჟოლიანმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტს, მონიტორინგთან ერთად, საკონსულტაციო ფუნქციაც აქვს და მისი როლი მხოლოდ ზედამხედველობით არ შემოიფარგლება.
„ძალიან ბევრი სამინისტრო, თუ საქვეუწყებო, თუ სსიპ-ი იქნება ეს, თუ მათ შორის სახელმწიფო კომპანია, სარგებლობს მათი კონსულტაციებით. ანუ ძირშივე ყველას უნდა, რომ თუ ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეათანხმა წინასწარ გარკვეული პარამეტრები, პირობები და ასე შემდეგ და მწვანე აუნთო… ჩვენ არ გვინდა, რომ ეს იყოს მხოლოდ მონიტორინგზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის მხილება, ეს არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ ვიღებდეთ ადეკვატურ პროდუქტს და მაქსიმალურად გამოვრიცხოთ რაღაც შიდა გარიგებები ან კარტელური შეთანხმებები გარედან“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა. 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 5 წლის წინ იყო 16 მილიარდი დოლარი და გახდა შარშან 38,1 მილიარდი დოლარი ანუ გაიზარდა 22,1 მილიარდით ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა | პრემიერი

09.06.2026.01:40

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით და ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ზე დებატებში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისთვის, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.

 

„ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს ამას. ევროკავშირსაც არ უნდა, რომ ზედმეტ ტვირთად დააწვეს კონკრეტული ქვეყანა. დღევანდელი მოცემულობით, ამაზე საუბრობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. არაერთ ლიდერს პირადად ჩემთან უსაუბრია ამასთან დაკავშირებით. დღეს თეორიულად რომ გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დღეს არის დოტაციაზე, ევროკავშირისგან იღებს დახმარებას, ყველას უნულდება არსებული ფორმულით დახმარება. უკრაინა რომ გახდეს ხვალ ევროკავშირის წევრი, ისინი აცხადებენ, რომ ყველას გაუნულდება დახმარება, ყველაფერი წავა უკრაინაში და  მაგალითად, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს და ა.შ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუნულდებათ  ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც იღებენ ევროკავშირის საერთო ფონდიდან. ასეთ ვითარებაში ეკონომიკას ენიჭება განმსაზღვრელი მნიშვნელობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხითაც მოწინავეა.

 

„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 5 წლის წინ იყო 16 მილიარდი დოლარი და გახდა შარშან 38,1 მილიარდი დოლარი ანუ გაიზარდა 22,1 მილიარდით ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მოლდოვას რაც შეეხება 11,5 მილიარდი დოლარი იყო და გაიიარდა 20,1 მილიარდ დოლარამდე ანუ 8,6 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა საქართველოს და მოდლოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ 5 წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით. ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ბიუჯეტი აქვს დღეს საქართველოს, ვიდრე მოლდოვას. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას. დატვირთეს სესხებით, კრედიტებით, რომლებიც მერე უნდა გაისტუმროს მოლდოვამ და ამ სესხების ფონზე არის ამხელა სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან 13,5 მილიარდი დოლარით მხოლოდ 5 წლის განმავლობაში. აქაც ხედავთ, რომ საქართველო ობიექტურად ეკონომიკური კუთხით არის ბევრად უფრო სასურველი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ვიდრე მოლდოვა ან უკრაინა. უკრაინაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის რეალური ეკონომიკა 21 პროცენტით შემცირდა.

 

„ვინც იცის ეკონომიკა, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ეკონომიკური კატასტროფა, დაახლოებით ის, რაც საქართველოში მოხდა 90-იან წლებში. გასაგებია, ომია, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგა უკრაინამ ამ ომის შედეგად წლების განმავლობაში. ეს არის არსებითი ევროკავშირისთვის როდესაც საუბარია ქვეყნის გაწევრიანებაზე. უკრაინა ხვალ რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, თავად ამ ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ განულდება მათი ფინანსური მხარდაჭერა, რასაც წლების განმავლობაში იღებდნენ ევროკავშირის მხრიდან. მოლდოვაში არ იყო, თუმცა მოლდოვის რეალური ეკონომიკა იგივე წლების  განმავლობაში შემცირდა ერთი პროცენტით. კატასტროფაა ანუ საუბარია 4-წლიან პერსპექტივაზე. 4 წელიწადში ჯამურად მოლდოვაში შემცირდა 1 პროცენტით. იგივე დროს საქართველოს რეალური ეკონომიკა გაიზარდა 41,1 პროცენტით. ხედავთ რამდენად უფრო სასურველი პარტნიორი გახდა გახდა ეკონომიკური კუთხით საქართველო ევროკავშირისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შეფასებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა