მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით განვსაზღვრეთ ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი, ბაქტერიოფაგები და აგროტექნოლოგიები. სამივე მიმართულებით მოხდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო, ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსების მობილიზება. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ზრდას, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის თქმით, 2024 წელს კვლავ გაგრძელდება ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების განხორციელება.

„უახლოეს პერიოდში პარლამენტში წარმოვადგენთ კანონპროექტს, სადაც ქართული კომპანიებისთვის განისაზღვრება ახალი სტატუსები და შემუშავდება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ეს სტატუსებია: „ინოვაციური სტარტაპი“, „ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმო“ და „ექსკლუზიურად კვლევის და განვითარების (R&D) კომპანია“.

ლევამნ დავითაშვილის თქმით, „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები. რაც შეეხება ინოვაციურ მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი R&D დანახარჯები ჩაითვალონ ხუთმაგი ოდენობით და შეიმცირონ მოგების გადასახადი. ამასთან ერთად, ამ სტატუსის კომპანიებს შეეძლებათ R&D დანახარჯების 30%-მდე გრანტის სახით დაიბრუნონ. რაც შეეხება მესამე სტატუსს, აღნიშნული კომპანიები გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან და ისარგებლებენ 5% საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, რომელსაც დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა, თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა 239 სტარტაპი - ჯამში 38 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო შედეგად სტარტაპებმა დააგენერირეს 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი. მინისტრის ინფორმაციით, 2024 წელს დაფინანსდება 40 ახალი სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტით. ამასთან, სტარტაპების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, წელსვე შემუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროგრამა, რომელიც 2025 წლიდან, ყოველწლიურად მოამზადებს და დააფინანსებს 160-მდე სტარტაპს.

ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში ტექნოპარკების ქსელის გაფართოებაზე, სადაც აქტიურად გაგრძელდება ყველა ტექნოპარკში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისა და განათლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. მისი თქმით, 2024 წელს დაგეგმილია სენაკის და ქუთაისის ტექნოპარკების გახსნა, ასევე გაგრძელდება რეგიონული საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წელს 40-მდე სტარტაპი 25 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა