მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ინტელექტზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ის, რასაც უნდა დაეყრდნოს ჩვენი ქვეყანა - საქპატენტის თავმჯდომარე

news image
mbc image

2024 წელი ნამდვილად დატვირთული წელი იყო, ასე აფასებს საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე გასულ წელს. სოსო გიორგაძემ, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო, დეტალურად ისაუბრა გასულ წელს უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ეს იქნებოდა რეორგანიზაცია თუ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უწყების და ზოგადად ამ ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იყო. 

„რაც შეეხება საქპატენტის საქმიანობას, 2024 წელი იყო ნამდვილად დატვირთული წელი. განსაკუთრებით პირველი ეტაპი იყო საკმაოდ საინტერესო საკანონმდებლო ცვლილებებით. პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას ეხებოდა შეცვლილია და მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა განხორციელდა სხვადასხვა ტიპის რეფორმები, მათ შორის 2023-2024 წლებში ჩატარდა რეორგანიზაცია, რაც მიზნად ისახავდა მთიანად განახლებას. იმიტომ, რომ ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც მოიცავს ახალ ტექნოლოგებს მუდმივად მზარდი დარგია და მას სჭირდება მუდმივად თან მიყოლა, მინიმუმ იმისთვის, რომ არ ჩამორჩე საერთაშორისო სტანდარტებს. როდესაც ერთ წელიწადში ამდენი ცვლილება ხორციელდება და რამდენიმე რეფორმა ერთდროულად მიმდინარეობს, არც თუ ისე ადვილია მიზეზების სრულყოფილად ახსნა, მაგრამ მიზანი ყოველთვის უნდა იყოს მკაფიო. მიზეზი შესაძლოა ყველასთვის ნათელი არ არის, მაგრამ მიზანი ყველასთვის მკაფიო და ნათელი უნდა იყოს და ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

მთავარი, უპირველესი მიზანი საქპატენტის საქმიანობის ეს არის საქართველოში ინტელექტზე, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება. რა თქმა უნდა საქპატენტი ცდილობს, რომ ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, იმიტომ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ცალსახად ხაზს უსვამს, რომ სწორედ ცოდნაზე და ინტელექტზე დაფუძნებული ეკონომიკა არის წამყვანი მთელს მსოფლიოში. ზოგადად, ყველაზე მდგრადი ეკონომიკებიც სწორედ ინტელექტსა და ცოდნას ეფუძნება, ჩვენ ვიცით, რომ სადაც აქვთ ნავთობი და გაზი აქვთ შესანიშნავი ეკონომიკა, არსებობენ ქვეყნები ვისაც უფრო მეტი ნავთობი და გაზი აქვთ, მაგრამ ცუდი ეკონომიკა აქვთ. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ გარანტია სრულად არ არის ბუნებრივი რესურსების ფლობა. მთავარია მისი სწორად ადმინისტრირება, ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ინტელექტზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ის, რასაც უნდა დაეყრდნოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა