მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

ინტერესი ძალიან მაღალია, პორტალზე წარმოდგენილი შეთავაზებები ეხება 13 საბაზისო პროდუქტს, პორტალის განვითარება გრძელდება - ირაკლი ლექვინაძე www.ekalata.gov.ge -ზე

news image
mbc image

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის თანახმად, სააგენტოს დაევალა, რომ ქსელებში არსებული საუკეთესო შეთავაზებები განთავსებულიყო ერთ საინფორმაციო სივრცეში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო პროდუქტზე, ესენია: რძე, შაქარი, მაკარონი, ქათმის ხორცი, კვერცხი და ა.შ. გაეცნონ საუკეთესო შეთავაზებებს, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge -ზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველივე დღეს 20 000 ვიზიტორს გადააჭარბა ვებ-გვერდზე შესული ადამიანების რაოდენობამ.

"www.e-kalata.gov.ge არის საინფორმაციო პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში თავს უყრის საუკეთესო შემოთავაზებებს საოჯახო კალათის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის თანახმად, შეფასდა FMCG სექტორი, განისაზღვრა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მოქმედებები იმისთვის, რომ ზოგადად ფასწარმოქმნის ჯაჭვი იყოს უფრო ეფექტური, ასევე შემუშავდა კონკურენციის მხარდამჭერი ღონისძიებები. ამ მოკლევადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ ქსელურმა მარკეტებმა დაიწყეს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე მოქალაქეებისთვის საუკეთესო შეთავაზებების წარდგენა, ეს შეიძლება იყოს ფასდაკლება, ან საუკეთესო ფასი, რომელიც მათ ქსელში აქვთ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ შემოთავაზება გულისხმობს ფასდაკლებასაც და ასევე ქსელში არსებულ საუკეთესო ფასსაც. შემდგომ დღის წესრიგში დადგა და სააგენტოს დაევალა, რომ ქსელებში არსებული ეს შეთავაზებები განთავსებულიყო საინფორმაციო ელექტრონულ სივრცეში, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ 13 საბაზისო პროდუქტზე, რომელსაც მოხმარებაში საკმაოდ დიდი წილი აქვს, ესენია: რძე, შაქარი, მაკარონი, ქათმის ხორცი, კვერცხი და ა.შ. შეადარონ ფასები. ვებ-გვერდზე განთავსებულია სხვა პროდუქტებიც. პორტალს ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ თუ ჩვენ გვსურს პროდუქტების კომბინაცია, გვსურს ვნახოთ საუკეთესო შეთავაზებები 5, 7 ან მაგალითად 12 პროდუქტზე, მოვძებნოთ, რომელ ქსელში არის შერჩეული პროდუქტების კომბინაცია საუკეთესო პირობებით.

პირველივე დღეს 20 000 ვიზიტორს გადააჭარბა ვებ-გვერდზე შემოსულმა ადამიანების რაოდენობამ, ბუნებრივია, ინტერესი ძალიან მაღალი იყო. ჩვენ ამ ინფორმაციას ვიღებთ უშუალოდ ქსელებიდან. ამ ეტაპზე 12 ქსელია წარმოდგენილი და კიდევ რამდენიმეს დამატებაზეა საუბარი. ეს 12 ქსელი და ზოგადად ორგანიზებული ბაზარი არის მთლიანი FMCG ბაზრის დაახლოებით 65 %, ანუ ეს ქსელები ბაზრის დიდ წილს მოიცავს და ეს წილი ყოველწლიურად მზარდია,"- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს | მარიამ ქვრივიშვილი

21.11.2026.12:34

„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ რეგიონულ ახალ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი მოხდეს თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში განაცხადა, სადაც „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტრიალში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს.

„საქართველო განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი თანაპარტნიორი და თანამონაწილე და შემქმნელი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტისა - მწვანე ენერგეტიკული პროექტი და კაბელი, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი აღნიშნული პროექტითაც განვახორციელოთ ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე და მდებარეობაზე, მათ შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ჩვენი ქვეყანა ისტორიულად უზრუნველყოფს, დააკავშიროს ევროპა და აზია. ამ კონტექსტში, ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა