მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში ეროვნული ემისიების აღრიცხვის სისტემა იქმნება - რას წერს ADB

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკი (ADB) განახლებულ პუბლიკაციას აქვეყნებს ,,CAREC-ის ქვეყნებში სატრანსპორტო სექტორში ნახშირბადის ფასის მექანიზმების გავლენისა და შესაძლებლობების შესწავლა". ანგარიშში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო სექტორი მსოფლიოში სათბურის აირების (GHG) ემისიების ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ნახშირბადის ფასის დაწესების მექანიზმები, მათ შორის ნახშირბადის გადასახადი და ემისიებით ვაჭრობის სისტემა (ETS), სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი ემისიების შემცირების წახალისებისთვის, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობისა და მდგრადი პრაქტიკის განვითარებისათვის. საკითხი განხილულია საქართველოს კონტექსტშიც. 

,,საქართველოში ნახშირბადის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. ეროვნულ დონეზე ამ დრომდე არ არის დანერგილი არც ნახშირბადის გადასახადი (Carbon Tax) და არც ემისიებით ვაჭრობის სისტემა (ETS). აღნიშნულის ნაცვლად, მთავრობამ ყურადღება გაამახვილა ბაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მათ შორის სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და გადამოწმების (MRV) ეროვნული სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმებში თანამშრომლობაზე.

2024 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა გარემოს დაცვის შესახებ კანონის ცვლილებები, რომლითაც სათბურის აირების ემისიების MRV სისტემა ამოქმედდა. მიღებული რეგულაციების თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან გარკვეული სამრეწველო და საავიაციო კომპანიები ვალდებულნი არიან მიიღონ სათბურის აირების ემისიების ნებართვა. ამისთვის მათ უნდა შეიმუშაონ ემისიების მონიტორინგის გეგმა და რეგულარულად წარადგინონ ანგარიშები უფლებამოსილ ორგანოში.

ამასთან, ქვეყანაში იქმნება ეროვნული ემისიების აღრიცხვის სისტემა, რომლის ფარგლებში ყველა მსხვილი ემისიის გამომყოფი საწარმო ვალდებული იქნება გაზომოს და გადაამოწმოს საკუთარი ემისიები. ეს წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას როგორც საბაზრო მექანიზმების ამოქმედებისთვის, ისე ემისიების შემცირების პროგრესის ზუსტი მონიტორინგისთვის.

შესაბამისად, 2024–2026 წლებში საქართველოში ფორმირდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ნახშირბადის ბაზრის ფუნქციონირებას, ისე ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო ემისიებით ვაჭრობის მექანიზმებში. საქართველოს მარეგულირებელი და სტრატეგიული ჩარჩო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სულ უფრო მეტად უახლოვდება ევროკავშირის (EU) პოლიტიკას. ევროკომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უკვე მიიღო 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, თუმცა კლიმატის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან (EU acquis) საერთო შესაბამისობა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა", - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა