ირაკლი ნადარეიშვილი ჩინური ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, ჩინეთისსახალხო რესპუბლიკის მსხვილი ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ისვიცე-პრეზიდენტს, ედისონ ჩენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიისფარგლებში მიმდინარეობს თანამშრომლობა Trip.com Group-ის პოპულარულ ტურისტულპლატფორმასთან Ctrip, კერძოდ, Ctrip - ზე ამოქმედდა საქართველოს გვერდი, რომლისმეშვეობითაც პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულმიმართულებებსა და პროდუქტებს, ამავე სივრციდან განახორციელონ ფრენების, სასტუმროებისა და სხვა ტურისტული სერვისების მოძიება/შეძენა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჩინეთზე, როგორც სტრატეგიულ ტურისტულმიმართულებაზე და აქცენტი გააკეთა როგორც მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის მეტი ახალი პირდაპირი რეისის ამოქმედებაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კამპანიის მთავარი მიზანია ჩინეთის ბაზარზესაქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდა, პოტენციურიმოგზაურების დაინტერესება და საბოლოოდ, საქართველოში მოგზაურობისა და ჯავშნებისსტიმულირება. კამპანია 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთანშედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. 2025 წლის განმავლობაში, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელდა 127,895 ვიზიტი, რაც 44%-იან ზრდასწარმოადგენს 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826