მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო UN Tourism - ის სათაო ოფისში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „აღმოაჩინე საქართველო - ტურისტული და კულტურული პერსპექტივა", რომელიც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) სათაო ოფისში გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, შეიხა ალ ნუვაისმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, მდიდარ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომ ტურისტულ გამოცდილებებსა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ ტრადიციებს, გასტრონომიასა და ტურისტულ მიმართულებებს.

ღონისძიებას UN Tourism - ის სათაო ოფისში დიპლომატიური კორპუსისა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივან შეიხა ალ ნუვაისთან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში შპს ბლექ სი პეტროლიუმი TOP-10 უმსხვილეს ექსპორტიორთა შორისაა

22.09.2026.16:34

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- აგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.

Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით,

TOP 10 უმსხვილესი ექსპორტიორი 2026 წლის აგვისტოში:

ორგანიზაციის კოდი - ორგანიზაციის დასახელება

204870844   აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
404519794 სს რუსთავის აზოტი
206284705 შპს აირზენა
225359947 შპს არ ემ ჯი გოლდი
405572394 შპს ბლექ სი პეტროლიუმ
402353591 შპს ესაითისი სოლუშენს
415083778 შპს კავკასიან მეტალს ტერმინალი
236089273 შპს ტოიოტა კავკასია
404906731 შპს ჯეი თი აი კავკასუს
208205360 შპს ჯორჯიან ეარვეისი

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა