მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

ირაკლი ნადარეიშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ტურისტულ შესაძლებლობებზე, პერსპექტივებსა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი და ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალწლიან და ეფექტიან თანამშრომლობას ორგანიზაციასთან. ასევე ყურადღება გაამახვილა მის უწყვეტ ჩართულობაზე საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტურიზმი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს ეკონომიკაში და რჩება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად - მისი წვლილი საქართველოს მშპ-ში დაახლოებით 9.4%-ია, რაც ასახავს სექტორის არსებით როლს ეროვნულ ეკონომიკაში.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თანამშრომლობა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან. აღინიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის დირექტორი კორდულო ვოლმუთერი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი პირები და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

03.11.2026.17:10

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9047 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5970 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5970 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9047 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა