მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის რეფორმა შემდგომ, მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის სასესხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც იმ თანმიმდევრული პოლიტიკის და ბაზართან მუშაობის შედეგია. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით სამინისტრო და სხვა ჩართული უწყებები ბოლო 5 წლის მანძილზე აქტიურად საქმიანობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ აქამდე სამინისტროსთვის კაპიტალის ბაზრის განვითარების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და განახლება იყო, წელს რეფორმა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ისეთ  ინტერვენციებში გამოიხატება, რომლებიც ბაზრის მეტ პრაქტიკულ სტიმულირებას და ხელშეწყობას მოახდენს.

ასეთ ინიციატივებს განეკუთვნება, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა,  რომლის მსგავსიც 2023 წელს EBRD-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით საპილოტე რეჟიმში განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც 600 მილიონ ლარზე მეტი სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება მოხდა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს დაგეგმილია სახელმწიფოს მხრიდან ზრდაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო კომპანიების კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდში მონაწილეობა  საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა