ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ტან კიან ჰოუს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ტან კიან ჰოუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის (AI), ტექნოლოგიების, ინოვაციური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციებზე ორიენტირებული ციფრული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელწიფო მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპების სინგაპურის ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან და საერთაშორისო ბიზნეს-ქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში აზიის ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH - ის (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში იმართება. კვირეულში საქართველო ქვეყნის პავილიონით „StartUP in Georgia" პირველად იქნება წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
26.10.2026.15:57
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი სექტემბრის მდგომარეობით 8.17 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 248.5 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3,370.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი
აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი
სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.