ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
AI ინოვაციის კვირეული 5 დღიანი პრაქტიკული საგანმანათლებლო პროექტია, რომლიც 14–დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს და მიღებული ცოდნა პრაქტიკულ პროექტებში გამოიყენონ.
ირაკლი ნადარეიშვილმა კვირეულის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მომავლის პროფესიების დაუფლება ცოდნაზე და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი განცხადებით, ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით ხელმისაწვდომია მთელი რიგი პროგრამები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, მათ შორის, ქვეყნის რეგიონებში ახორციელებს. ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ასევე დაათვალიერა ტექნოპარკის სივრცე, ფაბლაბი და სამომავლო გეგმები განიხილა.
პროგრამაში მონაწილეობს ვვვ 60 ახალგაზრდა სამეგრელოს რეგიონიდან, რომლებიც ორ მიმართულებად იყოფიან: AI Robotics Lab- ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულება და AI Product Lab ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შექმნის მიმართულება.
ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნაზე ასევე დაესწრო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826