მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.3
-0.006
flag
AZN 1.5541
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0027
flag
EUR 3.0237
0.0093
flag
GBP 3.528
0.0059
flag
KZT 55.82
0.0011
flag
TRY 0.0564
-0.0002
flag
USD 2.6415
-0.0009
news banner

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა.

ღონისძიება ლომბარდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას რეგიონის მსხვილი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები იტალიასთან, მათ შორის, ლომბარდიის რეგიონთან მზარდია. ასევე დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას.

"იტალია და კონკრეტულად ლომბარდიის რეგიონი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ჩვენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები, მზარდი ეკონომიკური ტენდენციები, ბიზნეს მეგობრული რეგულაცია, წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მსოფლიოს სამომხრებლო ბაზრის 1/3-თან, ასევე სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ. განვიხილეთ ლომბარდიიდან ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მათ ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საინვესტიციო პროექტებს და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე და საქართველოს ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი. 

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოსთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა

04.07.2026.23:11

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
 
უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმდინარე  და სამომავლო პროექტები ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, Wondernet Express - ის კარბამიდის ტერმინალის, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა და ნავთობტერმინალის წარმომადგენლებმა გააცნეს.
 
ბათუმში ნავსადგურსა და ტერმინალებში ასევე იმყოფებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა