მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიმდინარე მოვლენების პირდაპირი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იქნება კონფლიქტის მოკლე პერიოდში დასრულდების შემთხვევაში - Galt & Taggart

news image
mbc image

2026 წლის 28 თებერვლიდან ირანის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე რყევები გაზარდა და დროებითი შეფერხებები გამოიწვია რეგიონულ საჰაერო სივრცესა და საზღვაო ტრანსპორტში. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ირანზე პირდაპირი ეკონომიკური დამოკიდებულება დაბალია. „საქართველოს ირანთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები მცირეა. 2025 წელს ირანის წილი საქართველოს მთლიან სავალუტო შემოდინებებში (ექსპორტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები) მხოლოდ 0.9% იყო. გარდა ამისა, 2025 წელს ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიან კონფლიქტსაც საქართველოზე თვალსაჩინო მაკროეკონომიკური გავლენა არ მოუხდენია. ეს აჩვენებს, რომ მოკლე დროით მიმდინარე და გეოგრაფიულად შეზღუდული ესკალაციები, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკაზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კვლავ ცვალებადია, ეკონომიკური გავლენა ძირითადად დამოკიდებული იქნება არა თავად პირველად ესკალაციაზე, არამედ იმაზე თუ რამდენ ხანს გასტანს ეს დაძაბულობა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

Galt & Taggart-ის ცნობით, თუ დაძაბულობა განიმუხტება და შეფერხებების გავლენა შეზღუდული დარჩება - როგორც ამ ეტაპზე ველით - საქართველოს ეკონომიკაზე ეკონომიკური გავლენა იქნება მცირე და დროებითი.

„სცენარში, როდესაც კონფლიქტი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს, 2026 წლის მშპ-ის ზრდა ჩვენი 6.0%-იანი საბაზისო პროგნოზიდან მხოლოდ 0.2 პროცენტული პუნქტით შენელდება. ინფლაციური ეფექტები დარჩება ზომიერი და უმეტესად გარდამავალი“, - აცხადებენ თუ დაძაბულობა განიმუხტება და შეფერხებების გავლენა შეზღუდული დარჩება - როგორც ამ ეტაპზე ველით - საქართველოს ეკონომიკაზე ეკონომიკური გავლენა იქნება მცირე და დროებითი. სცენარში, როდესაც კონფლიქტი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს, 2026 წლის მშპ-ის ზრდა ჩვენი 6.0%-იანი საბაზისო პროგნოზიდან მხოლოდ 0.2 პროცენტული პუნქტით შენელდება. ინფლაციური ეფექტები დარჩება ზომიერი და უმეტესად გარდამავალი“, - Galt & Taggart-ში.

საქართველოს ეკონომიკური კავშირები ირანთან, ისრაელთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ზომიერია და ძირითადად რამდენიმე არხშია კონცენტრირებული, განსაკუთრებით ტურიზმში. „ირანთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები საკმაოდ მცირეა. 2025 წელს ირანის წილი საქართველოს მთლიან სავალუტო შემოდინებებში მხოლოდ 0.9% იყო. ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 2.6%-ს შეადგენდა, ხოლო საქონლის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 0.5% იყო. ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ირანიდან შემოდინებები პრაქტიკულად არ ფიქსირდება. ეს მიუთითებს, რომ მხოლოდ ირანთან დაკავშირებული მოკლევადიან შეფერხებებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნი გავლენა ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე.

ისრაელი საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით. 2025 წელს ისრაელიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 12.5% იყო, ხოლო ფულადი გზავნილების წილი 7.6%. ამასთან, საქონლის ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა და თითოეული დაახლოებით მშპ-ის 0.1%-ს შეადგენს. მთლიანობაში, 2025 წელს ისრაელის წილი საქართველოს სავალუტო შემოდინებებში მშპის დაახლოებით 2.5% იყო, რაც ზომიერ დამოკიდებულებას მიუთითებს. საქართველოს ეკონომიკური კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც მცირეა, თუმცა დივერსიფიცირებულია ტურიზმსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. 2025 წელს ყურის ქვეყნებიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 4.5% იყო, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი 4.2%. მიუხედავად ამისა, ეს ნაკადები მთლიან ეკონომიკასთან შედარებით მცირეა და მშპ-ის დაახლოებით 1.1%-ს შეადგენს. მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მგრძნობიარე არხად კვლავ ტურიზმი რჩება“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა