ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია - გიორგი მარგებაძე
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს მიერ დანერგილი მიდგომები მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ამის შესახებ გიორგი მარგებაძემ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართული დისკუსიის შეფასებისას ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
„ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, ჩარჩოში და კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ საკანონმდებლო თემები - კანონში შესატანი ცვლილება ქონების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით, ყველა სადგურს თავად მოუწევს სერიოზული კონტრიბუციის გაკეთება რეგიონებში და შესაბამისად, ეს კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, გიორგი მარგებაძის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შედგა სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების პატიების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც დარგის განვითარებას წაადგება.
ასევე მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და მის აუცილებლობაზე.
„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტი იქნება განხორციელებული, მის აუცილებლობაზე, თანმდევ საკითხებზე ვისაუბრეთ, რომელიც მოიცავს ელექტროქსელების და ინფრასტრუქტურის განვითარებას, გაჯანსაღებას და ზოგადად ახალი გენერაციების ექსპლუატაციაში შეყვანას", - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
21.09.2026.17:10
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.