მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

„იშბანკ საქართველოს“ შესაძლო გასხვისება ჯგუფის ბიზნეს პოზიციას ფუნდამენტურად არ შეცვლის - Fitch

news image
mbc image

Fitch-მა „იშბანკ საქართველოს“ 'B+' საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ Isbank Turkiye-ს შვილობილი ბანკის მხარდაჭერის მაღალი მზაობა აქვს, რაც განპირობებულია მისი სრული საკუთრებით, საერთო ბრენდით, შვილობილ ბანკთან ინტეგრაციის მაღალი დონითა და იმ ფაქტით, რომ „იშბანკ საქართველოს“ მცირე ზომიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის ღირებულება ბანკისთვის დაბალია. თუმცა, მხარდაჭერის შესაძლებლობა თავად Isbank Turkiye-ს გრძელვადიანი უცხოურ ვალუტაში ემიტენტის დეფოლტის 'BB-' რეიტინგითაა შეზღუდული.

„იშბანკ საქართველოს“ რეიტინგი Isbank Turkiye-ს რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალია, რაც ასახავს იმას, რომ ბანკი ოპერირებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან, თუმცა ჯგუფისთვის შედარებით მცირე ბაზარზე. სააგენტოს შეფასებით, „იშბანკ საქართველოს“ შესაძლო გასხვისება ძირითადი ჯგუფის ბიზნესპოზიციას არსებითად არ შეცვლის (A potential divestment of ISBG would not fundamentally alter the parent group's franchise).

,,იშბანკ საქართველო" მცირე ზომის ბანკია - 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს მისი აქტივები 230 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ შვილობილი ბანკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, მათ შორის, საკრედიტო პორტფელის უმეტესი ნაწილის დამტკიცებაში", - წერს Fitch.

Fitch-ის თქმით, ,,იშბანკ საქართველოს" ბანკს ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით უფრო კონსერვატიული რისკის პროფილი აქვს. იშბანკ საქართველო ძირითადად მოკლევადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს უმსხვილესი კომპანიებისა და საქართველოში მოქმედი თურქული ბიზნესებისთვის. ბანკის ექსპოზიცია ციკლური სექტორების მიმართ, როგორიცაა მიმდინარე სამშენებლო პროექტები, უძრავი ქონება და სტუმარმასპინძლობა, შეზღუდულია - 2025 წლის ბოლოს ამ სექტორებზე მოდიოდა სესხების მხოლოდ 8%. ასევე, საცალო დაკრედიტების წილი დაბალია. სესხების დოლარიზაცია 2025 წლის ბოლოს 59% იყო, რაც კორპორაციული დაკრედიტების მიმართულებით სექტორის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება.

,,ბანკის საკრედიტო რისკი ძირითადად უკავშირდება სესხების მაღალ კონცენტრაციასა და დოლარიზაციას (2025 წლის ბოლოს სესხები აქტივების 52%-ს შეადგენდა), ასევე ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების პორტფელს (13%). ხუთ უმსხვილეს მსესხებელზე მოდიოდა მთლიანი სასესხო პორტფელის 36%. მიუხედავად ამისა, კონსერვატიული საკრედიტო პოლიტიკის წყალობით ბანკი წლების განმავლობაში ინარჩუნებს აქტივების მაღალ ხარისხს", - აღნიშნავს Fitch-ი.

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის თანახმად, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 26.3% იყო. ამასთან, ბანკის დაფინანსების ძირითადი წყაროებია კლიენტების დეპოზიტები (2025 წლის ბოლოს ვალდებულებების 59%). 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სექტემბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 5.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა აღნიშნულს ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თვიურად 33%-იანი კლება განაპირობებდა - TBC Capital

05.10.2026.18:00

ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება

ეკონომიკური ზრდა აგვისტოში 6.3%-მდე შენელდა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო მაჩვენებელმა 7.6% შეადგინა, რაც 2026 წელს თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი ზრდის საბაზო სცენართან თანხვედრაშია. ამავე დროს, უახლესი ინდიკატორები სექტემბერში ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს: რეალური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი აგვისტოსთან შედარებით მცირედით მაღალია, როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების შემთხვევაში, ხოლო საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, სექტემბრის ბოლოს გარკვეულწილად ნორმალიზების მიუხედავად.

სტრუქტურის მხრივ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კვლავ დიდწილად მოხმარება განაპირობებდა, რომელზეც ჯამური ზრდის 70% მოდიოდა, გასული წლის პირველი ნახევრის მსგავსად. საპირისპიროდ, შემცირდა ინვესტიციების კონტრიბუცია, ხოლო წმინდა ექსპორტის - გაიზარდა. ამავდროულად, სექტორულ ჭრილში, ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდიოდა, მათ შორის მხოლოდ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე 29%. მეორე მხრივ, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის კონტრიბუცია მხოლოდ 6% იყო, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, რადგან ამ საქონლის ღირებულების დიდი ნაწილი შესყიდულ ნედლეულსა და გაზრდილ ფასებზე მოდის.

სექტემბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 5.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა აღნიშნულს ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თვიურად 33%-იანი კლება განაპირობებდა, რამაც წლიური ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. ბენზინისა და დიზელის ფასების კონტრიბუცია აგვისტოს 1.1 პპ-დან სექტემბერში 1.5 პპ-მდე გაიზარდა, ნავთობზე გლობალურად მომატებული ფასების ფონზე. გარდა ამისა, თვიურად 1.5%-ით გაიზარდა საკვების გლობალური ფასების ინდექსი და, სექტემბრის მდგომარეობით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის პროგნოზზე საპირისპიროა: უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის კლება წლიურ ინფლაციას 2027 წლის სექტემბრამდე 0.8 პპ-ით შეამცირებს, ხოლო ნავთობისა და საკვების მზარდი ფასები პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ინფლაციის ფაქტორების დეტალურ ანალიზსა და საბაზო სცენარზე გავლენის შესახებ თიბისი კაპიტალი მკითხველს პუბლიკაციას უახლოეს დღეებში შესთავაზებს.

საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც სებ-მა 9 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფინანსური გარემო გლობალურად კიდევ უფრო გამკაცრდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით გაზარდეს, ხოლო ბაზარი ორივე მათგანისგან დეკემბერში განაკვეთის დამატებით ზრდას ელოდება. მაღალ ნიშნულზე რჩება ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთებიც. უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს და პოლიტიკის გამკაცრების მხარდამჭერი არგუმენტია, როგორც ეს თიბისი კაპიტალის აგვისტოს მიმოხილვაშიც იყო მითითებული. ამ ფონზე, სებ ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტებს, რომლებიც აგვისტოში აამოქმედა, სექტემბერშიც იყენებს. ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო მაღალია.

აგვისტოში, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის პარალელურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა, ფულადი გზავნილების კლების მიუხედავად. ექსპორტის ძლიერი და იმპორტის სუსტი ზრდის ფონზე, სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მართალია, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია, თუმცა გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. სასაქონლო პროდუქციისა და ავტომობილების გამორიცხვით, ექსპორტის ზრდის ტემპი მაღალი რჩება, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე. ამავდროულად, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით და ყირგიზეთიდან თვიურად 73%-ით შემცირებას უკავშირდება. რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის გამორიცხვით, გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც რუსეთიდან გზავნილები თვიურად 42%-ით შეამცირა, თუმცა მომდევნო თვეებში გზავნილების დიდი ნაწილი სხვა სისტემებზე გადავიდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.

თავის მხრივ, ლარის ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტების მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის კლების მიუხედავად, კვლავ იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, სახაზინო ობლიგაციების 12.9% არარეზიდენტების საკუთრებაში იყო, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 სექტემბერს საქართველოს სახაზინო ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში მოხვდა, რაც არარეზიდენტების მოთხოვნის დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია.

აგრეთვე, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე სებ-მა 556 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი დაახლოებით 2.60 ლარის დონეზეა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვებშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:  

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007722-macro-update-georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა