მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მაჩვენებელი 792 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული თვის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები, რაც, ფაქტობრივად, 4.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობაზე. ჩვენ ვხედავთ იმ შედეგებს, რაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებით იქმნება - იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივლისში ასევე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის კუთხით - 2,495.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ივლისის სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს, ის 7.5%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 15,517.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენციები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებში გადაითარგმნება.

„საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები შენარჩუნდება და გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

04.09.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა