ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3 პროცენტით.
მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.2 პროცენტით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.0 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.4 პროცენტით.
2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის კატეგორიის 15.2 პროცენტიანი გაძვირებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.81 და 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 30.3 პროცენტით.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.