ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა | საქსტატი
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა. 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.