მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

ივნისის თვეში არსებული ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი განპირობებულია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემოთი - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„ივნისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 50%-ზე მაღალი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასულ თვეში ექსპორტის კუთხით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

კერძოდ, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, არსებულ დადებით დინამიკასა და რეკორდულ მაჩვენებელს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების საქართველოს ბაზარზე საქმიანობისთვის.

„ეს ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე და დაიწყონ თუ გააფართოვონ წარმოება სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს აისახება როგორც ექსპორტის, ასევე ეკონომიკური ზრდის , დასაქმების და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

გასულ თვეში ზრდა დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის მიმართულებითაც - ივნისის თვის რეკორდულმა მაჩვენებელმა 2,396.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 12,925.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა იზრდება, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იზრდება, ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის ექსპორტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითარების მაჩვენებლებზე", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება - თორნიკე სულაბერიძე

20.07.2026.21:41

ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება",- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა. 

მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.
„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა