ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და $348.3 მლნ შეადგინა
2026 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 348.3 მლნ აშშ დოლარი (925.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (32.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ივნისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 42.2%-ს შეადგენს, შესაბამისი 147.0 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 4.8%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივნისში აშშ-დან 12.7%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 66.2 და 29.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39.8 მლნ აშშ დოლარი (105.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის ივნისის (34.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.0% მეტია.
სხვა სიახლეები
11.08.2026.21:08
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
11.08.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0214 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6191 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6191 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0214 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.