ივნისში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 9%-ით გაიზარდა - TBC Capital
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივნისი 2026”-ს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს. უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივნისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 33 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა.
,,ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია. 2026 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამურ უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 84% და 16%-ად განაწილდა. ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამური უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 27%-იანი, ხოლო რესტორნებში გაწეულმა დანახარჯებმა 16%-იანი წილი დაიკავა. ამავე პერიოდში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 16 ლარი დაფიქსირდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 6% შეადგინა”, - წერს TBC Capital-ი.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია - 2026 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 29%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზ 57 ლარი შეადგინა. ამავე თვეში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ უნაღდო დანახარჯებში წლიური 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯი 36 ლარს გაუტოლდა. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ უნაღდო დანახარჯები სამშენებლო მასალებზე წლიურად 9% -ით გაიზარდა - 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 9%-ით გაიზარდა.
სხვა სიახლეები
5 ივლისიდან საქართველომ თურქეთის მიმართულებით ექსპორტი განაახლა - მიმდინარე პერიოდში ექსპორტზე გადის 400-420 მეგავატი სიმძლავრე ღამის საათებში | TBC Capital
16.07.2026.13:02
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივნისი 2026" აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 16.3%-ით, 1,124 გვტ. საათამდე შემცირდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 0.4%-ით, 1,065 გვტ. საათამდეა გაზრდილი. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.33 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2.0%-იანი ზრდაა.
,,2026 წლის ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 5.33 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 2.0%-ით მეტია 2025 წლის ივნისის მონაცემზე . თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 3.2%-ით გაიზარდა . 2026 წლის პირველ 6 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.76 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0 .2%-ით ჩამორჩება . 2026 წლის ივნისში საქართველომ იმპორტის სახით 13 გვტ . საათი ელექტროენერგია შემოიტანა, თუმცა, იმპორტი არაკომერციული ხასიათის იყო და სისტემური საჭიროების გადა - დინებას წარმოადგენდა . ანალო - გიურად, საქართველოდან აზერ - ბაიჯანში დაახლოებით იმავე მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა . დამატებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 24 გვტ . საათი ელექტროენერგია, რაც გასული წლების მაჩვენებლებს მნიშვნე - ლოვნად ჩამორჩება . თუმცა, აღსანიშ - ნავია, რომ 5 ივლისიდან საქართველომ თურქეთის მიმართულებით ექსპორტი განაახლა, კერძოდ კი მიმდინარე პერიოდში ექსპორტზე გადის 400 -420 მეგავატი სიმძლავრე ღამის საათებში", - წერს TBC Capital-ი.