ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 29%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზ 57 ლარი შეადგინა - TBC Capital
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივნისი 2026”-ს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს. უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივნისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 33 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა.
,,ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია. 2026 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამურ უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 84% და 16%-ად განაწილდა. ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამური უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 27%-იანი, ხოლო რესტორნებში გაწეულმა დანახარჯებმა 16%-იანი წილი დაიკავა. ამავე პერიოდში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 16 ლარი დაფიქსირდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 6% შეადგინა”, - წერს TBC Capital-ი.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია - 2026 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 29%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზ 57 ლარი შეადგინა. ამავე თვეში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ უნაღდო დანახარჯებში წლიური 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯი 36 ლარს გაუტოლდა. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ უნაღდო დანახარჯები სამშენებლო მასალებზე წლიურად 9% -ით გაიზარდა - 2026 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 9%-ით გაიზარდა .
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826