მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

IWSC-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯები წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდთან ერთად შეაფასებენ

news image
mbc image

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC (International Wines and Spirits Competition) წელს მესამედ უმასპინძლებს. კონკურსის ჟიურის მსაჯების ვინაობა ცნობილია ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავური გუნდით წარსდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

მნიშვნელოვანია,  რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის წევრი, ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. სარა ებოტის შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. 

წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან, დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი და მედია პროფესიონალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ. გეორგიოს იორდანიდისი – Annabel’s London-ის ღვინის განყოფილების ხელმძღვანელი. სპეციალიზდება ღვინის პროგრამების შექმნასა და განვითარებაში. ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. რეიჩელ პოგმორი – Enotria-ს ღვინის ბაიერი. სპეციალიზდება და იკვლევს ახალი ღვინის რეგიონებს მსოფლიოს მასშტაბით. სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ავტორი. ცნობილია ინოვაციური მიდგომით ღვინის ბიზნესის მართვაში. ჰერი ქრაუთერი – Good Pair Days-ის ბაიერი და კონსულტანტი. ექსპერტი ღვინის წარმოებიდან გაყიდვების სტრატეგიებამდე. ერიკ ცვიბელი – The Samling Hotel-ის ღვინის დირექტორი და უფროსი სომელიე. მრავალგზის გამარჯვებული სომელიეების საერთაშორისო კონკურსებში და სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის ბაიერი.

„საქართველოში ჩვენი წინა ვიზიტებისას, ჩვენმა საერთაშორისო მსაჯთა გუნდმა აღმოაჩინა არა მხოლოდ ქვეყნის მდიდარი ღვინის მემკვიდრეობა, არამედ - მისი დაყენების ავთენტური კულტურაც. ჭაჭიდან დაწყებული, ქართული კონიაკით დამთავრებული, ქართული ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნება ნამდვილად იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ წელს ჩვენი გლობალური შეჯიბრი საქართველოში მოიცავს როგორც ღვინოს, ასევე სპირტიან სასმელებს და მოუთმენლად ველით ამ გამორჩეული ღონისძიების ჩატარებას თქვენს მშვენიერ ქვეყანაში," - აცხადებს IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.

„ქართველი მეღვინეები უკვე დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს საერთაშორისო სტანდარტების მისაღწევად. მათი ღვინოები სულ უფრო ხარისხიანი და დახვეწილი ხდება. ბევრ მათგანს აქვს საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება, რაც აისახება კიდეც მათ პროდუქციაზე. ქართული ღვინის უნიკალურობა მის ძირძველ ვაზის ჯიშებსა და განსაკუთრებულ ტერუარშია. საქართველოს მთიანი რელიეფი, მაღალმთიანი ვენახები და ზომიერი კლიმატი – მზიანი დღეებითა და გრილი ღამეებით – ღვინოს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. ქვევრის ღვინოების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტრადიციების შენარჩუნებას.მნიშვნელოვანია მდგრადი მეღვინეობის განვითარებაც. ზოგიერთი წამყვანი მწარმოებელი,“ -  აღნიშნავს ჟიურის წევრი, ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი.

ცნობილია კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც  წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდთან ერთად შეაფასებენ.

ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი.

„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და  ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარებამ, ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ  ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ IWSC  უკვე მესამედ ტარდება საქართველოში, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი  ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. კონკურსის მონაწილეებისა და წარდგენილი ღვინოების უპრეცდენტო ზრდა ყოველწლიურად, მიანიშნებს, რომ ქართველმა მეწარმეებმა რეალურად დაინახეს მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობა და ორიენტირებულები არიან აწარმოონ უმაღლესი ხარისხის ღვინოპროდუქცია, რაზეც მიუთითებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდეციები ევროპის ბაზრის მიმართულებით,“ -  აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

ცნობისათვის, IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი  მეღვინეობა თელიანი ველი.  კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა

კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი: ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა