მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კახეთის რეგიონის თხილი მაღალი გამოსავლიანობით გამოირჩევა და ამიტომ ფასსაც მეტს იხდიან - მწარმოებელთა ასოციაცია

news image
mbc image

სამეგრელოსგან განსხვავებით თხილი კახეთში, სულ მცირე, 2 ლარით ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ საფასო სტანდარტი ერთნაირია, ხარისხის გამო პროდუქტის შემსყიდველები კახეთში მიღებულ პროდუქტში გაცილებით მეტს იხდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კახეთის რეგიონის კოორდინატორი გიორგი კალანდია საუბრობს.

,,კახეთის რეგიონი მაღალი ხარისხის თხილითაა ცნობილი. აქ მოყვანილ თხილს, სამეგრელოსგან განსხვავებით, მაღალი გამოსავლიანობა აქვს. ეს არის ძირითადად ანაკლიური ჯიშის თხილი. რაც შეხება გამოსავლიანობას, თუ სამეგრელოში საშუალოდ ეს არის 38-39%,  კახეთში 45%-ის ფარგლებშია.

ეს არის სხვადასხვა ფაქტორზე დამოკიდებული - კლიმატი და ფერმერების მხრიდან სამეურნეო  უნარ-ჩვევებისა და ცოდნის უფრო მაღალი დონე. უნდა ვაღიაროთ, რომ ფერმერული მეურნეობა კახეთის რეგიონში საკმაოდ მაღალ დონეზეა. უფრო ინტენსიურად იწამლება როგორც ვენახი, ასევე ბოსტნეული კულტურები და ხეხილის ბაღები.

შესაბამისად, ფაროსანას პრობლემა არ დგას, რაც სამეგრელოში ჯერაც დიდი გამოწვევაა. თუკი  ,,გავაზურას“ ჯიშის თხილს ავიღებთ, A კატეგორიისაა და  მისი გამოსავლიანობა 50%-საც კი აღწევს.

აქედან გამომდინარე, თუკი პროდუქტის შემსყიდველები სამეგრელოში 1 კილოგრამ თხილს 3-4 ლარად ყიდულობენ, კახეთში კი ფასი 5-6 ლარის ფარგლებშია“, - განმარტავს გიორგი კალანდია.

მისი ინფორმაციით, კახეთში წარმოებული თხილის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, გარკვეული რაოდენობით გადის სომხეთსა და ჩინეთშიც.

რაც შეეხება ჯიშებს, კახეთში ძირითადად სამი სახეობის თხილია გავრცელებული: ანაკლიური, ბარსელონა და გავაზურა. თხილის ბაღების გაშენებისას სპეციალისტები რეკომენდაციას ადგილობრივ - ქართულ ენდემურ ჯიშებს უწევენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა