მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ გამარჯვებულები ცნობილია- პროექტი ევროკავშირის, EBRD-ის, Galt & Taggart- ისა და BDO Georgia-ს მხარადჭერით განხორციელდა

news image
mbc image

კაპიტალის ბაზრების განვითარების მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში  „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური ჩართულობით განხორციელდა. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოები Galt & Taggart-მა, BDO Georgia-სთან ერთად შეასრულა. 18 თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი უკვე 7 გამარჯვებული გამოვლინდა. სია ასე გამოიყურება: საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია; კრისტალი; ემბისი; თიბისი ლიზინგი; რიკო ჯგუფი; თეგეტა ჰოლდინგი; „ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯია“. გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცათ გრანტები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებითვის.

 

18 თვის განმავლობაში, პროგრამამ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად 13 სხვადასხვა სექტორიდან 21 აპლიკანტი დარეგისტრირდა. ეს ციფრი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან 2021 წელს საქართველოში მხოლოდ 12 კორპორატიული ობლიგაციების ემიტენტი არსებობდა.

 

21 რეგისტრირებული კანდიდატიდან 11-მა წარმატებით განათავსა ფასიანი ქაღალდები ბაზარზე. 11-ივე კომპანიის მიერ გამოშვებულმა ფასიანი ქაღალდების მოცულობამ დაახლოებით 700 მილიონი ლარი შეადგინა.

მისია, პროექტის განხორციელებისას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გაჩენილიყვნენ, რომლებიც ორიენტირებულები იქნებოდნენ ESG მიმართულებაზე, მიღწეულია. პროგრამის შედეგად 5 ახალი მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე, რომლებმაც 3 მწვანე და 1 სოციალური ბონდი ერთიც  მდგრადობასთან დაკავშირებული (sustainability-linked) ობლიგაცია გამოუშვეს. 

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.  

  • პირველი ფაზა ემსახურებოდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის პოტენციალის შესწავლას და იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს უშლის პოტენცურ ემიტენტებს კაპიტალის ბაზრის რესურსებზე  წვდომაში;
  • მეორე ეტაპი ფოკუსირებული იყო კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე, რომელსაც შერჩეულ კომპანიებისთვის ბაზრის ათვისებაში (სავალო ან/და წილობრივი (Equity) ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით) უნდა შეეწყო ხელი;
  • დასკვნითი ნაწილი კი პროგრამის გამარჯვებულების გამოვლენა იყო.

პროგრამის მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა საგანმანათლებლო აქტივობები. 18 თვის განმავლობაში საერთო ჯამში  ჩატარდა 8 შეხვედრა (ვებინარი და მასტერკლასი), რომელსაც 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ეროვნული ბანკის, შესაბამისი სამინისტროების, საინვესტიციო ბანკებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა