მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართული ღვინის პოპულარიზაციითვის, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შეიქმნა

news image
mbc image

თბილისში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის „ქართული ღვინო" პრეზენტაცია გამართა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის აღნიშნული პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი უძღვებოდნენ.

„ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. ყოველივე აღნიშნულის შესახებ კვალიფიციური განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ღვინის სექტორის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

როგორც შალვა ხეცურიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შექმნილია სპეციალურად ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.

„პროგრამის მიზანია, ღვინის პროფესიონალებმა საფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე. პროგრამა მოიცავს ყველა იმ აუცილებელ ცოდნას, რაც საჭიროა მომხმარებელთათვის ქართულის ღვინის გასაცნობად როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზრებზე”, - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

ახალი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 7 თვეა. პროგრამა სრულდება გამოცდით და აქვს ორი საკვალიფიკაციო დონე. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია; სწავლა დაიწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მსურველებს სხვადასხვა საგანს 25 ლექტორი შეასწავლის.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) შეიქმნა 2003 წელს; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას.

GSA არის საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორი, მათ შორის - International Sommelier, WSET და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიაზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა