ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია - რატომ შემცირდა ექსპორტი
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 66,357.59 ათასი დოლარის ღირებულების 14,185.19 ტონა თხილი გავიდა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის 10 თვის მონაცემებთან 19%-იან კლებას აფიქსირებს. 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტზე 17,577.23 ტონა თხილი და სხვა კაკალი გავიდა, რომლის ღირებულებამაც 75,318.57 ათასი დოლარი შეადგინა. ანუ თხილის ექსპორტიდან წელს ქვეყანამ 12%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო.
ბოლო წლების სტატისტიკით საქართველომ ყველაზე მეტი თხილი ექსპორტზე 2013 წელს გაიტანა, საუბარია 30,289.39 ტონაზე, ხოლო რაც შეეხება შემოსავალს ის რეკორდული 2014 წელს იყო, როდესაც ქვეყანამ თხილის რეალიზაციიდან 183,399.07 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ევროკავშირია და უფრო კონკრეტულად იტალია და გერმანია. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის 52%-ი შევიდა.
2023 წლის 10 თვეში ექსპორტირებული თხილის 22%-ს სწორედ იტალიაზე, ხოლო 12%-ი გერმანიაზე.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილს ყიდის:
რეალურად ხარისხიან ქართულ თხილზე ევროკავშირში დიდი მოთხოვნაა, თუმცა საექსპორტო პროდუქციის ხარისხი ქვეყანაში ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის კლიმატურ პირობებზე და მის მოვლა-პატრონობაზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826