მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.2
-0.0114
flag
AZN 1.5561
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0019
flag
EUR 3.0156
-0.0021
flag
GBP 3.4952
-0.0028
flag
KZT 54.52
-0.0003
flag
TRY 0.0567
-0.0001
flag
USD 2.6453
-0.0009
news banner

ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არსებული, სიღრმისეული ურთიერთობის და თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. 

საქართველოსა და ყაზახეთ შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდის თვალსაზრისით.

ამ შეთანხმების საფუძველზე ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი ყაზახეთში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. ამავდროულად, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებაში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ძალიან დადებით, ხელშესახებ შედეგებს იქონიებს ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების, ასევე ინვესტიციების  ზრდის კუთხით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

29.06.2026.20:04

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

დოკუმენტებს ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა ხელი.

ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდაზე. 

მემორანდუმი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ციფრული ეკონომიკის, საჯარო ციფრული სერვისებისა და ციფრული სწავლების განვითარებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე ხელს შეუწყობს ქართული და ყაზახური სტარტაპებისა და IT - კომპანიების ურთიერთდაკავშირებას და გამოცდილების გაზიარებას.

ყაზახეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა ერბოლ მირზაბოსინოვმა და ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრმა ჟასლან მადიევმა მოაწერეს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ხელმძღვანელობს, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა