,,ყაზატომპრომისთვის" მთავარი ალტერნატივაა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სადაც კომპანიამ 2025 წელს დასავლელ მომხმარებლებთან მიწოდებების 48% გადაზიდა - Fitch
Fitch Ratings-მა ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია, „ყაზატომპრომის“ JSC National Atomic Company Kazatomprom-ის გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) „BBB“-ზე დაადასტურა. რეიტინგის პროგნოზი სტაბილურია.
IDR ასახავს „ყაზატომპრომის“ პოზიციას, როგორც ურანის მოპოვების სფეროში გლობალურ ლიდერს, მის ძლიერ ფინანსურ პროფილს და Fitch-ის მოლოდინს, რომ EBITDA-ს მიმართ მთლიანი ლევერიჯი 2026–2029 წლებში 1.0x-ზე ქვემოთ დარჩება, რაც განპირობებულია კომპანიის კონსერვატიული ფინანსური პოლიტიკითა და გლობალურად კონკურენტუნარიანი ხარჯების პოზიციით. რეიტინგს ასევე განაპირობებს „ყაზატომპრომის“ მასშტაბი Fitch-ის საშუალოვადიანი ურანის ფასის 55 აშშ დოლარი ფუნტზე (lb) დაშვების პირობებში EBITDA 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
რეიტინგს ზღუდავს დივერსიფიკაციის დაბალი დონე, რადგან კომპანია ნიშურ ბაზარზე მხოლოდ ერთი სასაქონლო პროდუქტის მწარმოებელია, ასევე გეოგრაფიული ფაქტორები და ურანის ფასების ცვალებადობისადმი მაღალი მგრძნობელობა.
,,კომპანია კვლავ ექვემდებარება გეოპოლიტიკურ რისკებს - მთავარი ალტერნატივაა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის, რომლის გავლითაც „ყაზატომპრომმა“ 2025 წელს დასავლელ მომხმარებლებთან მიწოდებების 48% განახორციელა. კომპანიას ასევე აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს უცხოურ საწყობებში არსებული მარაგების გაცვლის (swap) მექანიზმი", - წერს Fitch Ratings-ი.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.