მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად, საპირწონე მექანიზმის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს

news image
mbc image

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ “იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური“ უნდა გახანგრძლივდეს

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული გამოწვევებით ხასიათდებოდა. კერძოდ ფქვილის და ხორბლის იმპორტის სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმმა ე.წ . „ხორბალზე მცურავი ბაჟმა“ ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული არათანაბარ პირობებში ჩააყენა საქართველოს წისქვილების მუშაობა ფქვილის იმპორტთან შედარებით, შედეგად 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ბაზარზე შეიქმნა რთული მდგომარეობა - წისქვილკომბინატების გაჩერების პარალელურად ფქვილის არაპროგნოზირებადი და აგრესიული იმპორტი განხორციელდა, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ადგილობრივი წარმოების ფქვილი მთლიანად ჩანაცვლებულიყო იმპორტირებული ფქვილით, შესაბამისად ქართული ხორბლის მოსავლის რეალიზაცია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ამ ფონზე პრობლემას წარმოადგენდა ხორბლის გარდამავალი მარაგები.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ, წისქვილკომბინატების , ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1 მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა - რომლის მიზანი იყო, საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა -რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა - ქართული ხორბლის ძველი და ახალი მოსავლის რეალიზაცია, პურის ფასის სტაბილურობა და ქვეყნის გარდამავალ სტრატეგიულ მარაგების შევსება.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საწყის პერიოდში ბაზარი გარკვეული გამოწვევებით ხასიათდებოდა, მთლიანობაში შეიძლება ითქვას რომ აღნიშნულმა მექანიზმმა ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა.

კერძოდ :

- აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის

- შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა

- დადგენილების ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს წისქვილკომბინატებში ჩაბარებულია 50 000 ათას ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი

- აღდგა ხორბლის იმპორტი და დღეს საშუალოდ ყოველთვიურად ქვეყანაში შემოდის 20-დან 25 ათას ტონამდე ხორბალი

- ამასთან გრძელდება ფქვილის იმპორტი, თვეში საშუალოდ 8-დან 12 ათას ტონამდე

- მთელი ამ დროის განმავლობაში 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი მერყეობს 45-49 ლარის ფარგლებში

- ფქვილის აღნიშნული სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, პურის ფასი სტაბილურია და ამ მხრივ დღეს გამოწვევები არ არსებობს

- წისქვილკომბინატებმა მუშაობის განსახლების შედეგად აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში შენატანები

- დადგენილებით განსაზღვრული ფქვილის საიმპორტო მოსაკრებლიდან ბიუჯეტში დამატებით შევიდა 20 მილიონ ლარზე მეტი(რომელიც ადრე არ არსებობდა)

- წისქვილკომბინატების მუშაობით ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილია უწყვეტი გარდამავალი სტრატეგიული მარაგებით ხორბლად (გაეროს რეკომენდაცია), რაც ქართული ხორბლის სეზონური მოსავალთან ერთად ნებისმიერ გაუთვალისწინებელ კრიტიკულ შემთხვევაში 100%-იანი სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას იძლევა (უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე აღებული ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მარაგების შექმნა სრულად ვერ ხერხდება)

ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად, საპირწონე მექანიზმად საქართველოს მთავრობის მიერ კვლავ გამოყენებული იქნას “იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური“, რომლის ოდენობაც პერიოდულად განსაზღვრულ იქნას ბაზარზე დაკვირვების მონიტორინგის შესაბამისად და ბაზრის შემდგომი პროგნოზირებადი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის მიზნით 2024 წლის 1 მარტის შემდგომაც გაგრძელდეს აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა“, - აღნიშნულია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა