მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კიდევ უფრო გაორმაგდება ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მუშაობა - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

დღეს შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასია არის ამ მშვიდობის კუნძული, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა. მან თურქეთში გამართულ კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო პანელი იყო, ვინაიდან ერთად ისხდა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის წარმომადგენლები.
„ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა ამ ფორმატში მოხდა განხილვა. საუბარი იყო ძირითადად ეკონომიკურ მიმართულებაზე, სატრანსპორტო ჰაბად ტრანსფორმაციაზე. შეიძლება დღეს ითქვას, რომ გლობალურ გამოწვევებს თუ შევხედავთ, რაც ხდება ჩვენს გარშემო მსოფლიოში - სერიოზული პრობლემები გვაქვს, ხომ, ზოგადად მსოფლიოში სტაბილურობის თვალსაზრისით, მიმდინარეობს ისევ უკრაინაში ომი, ასევე არის ირანში სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს და აქაც სერიოზული პრობლემებია - რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელს უშლის დაკავშირებადობას, მიწოდების ჯაჭვები, რომლებზეც არის აგებული, შეიძლება ითქვას, მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკები. ეს იქნება სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში თუ ნებისმიერი სხვა, იგივე საწვავის მიმართულებით, სერიოზული გამოწვევებია. დღეს შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასია არის ამ მიმართულებით რაღაც მშვიდობის კუნძული, სადაც ჩვენი მეზობლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს მშვიდობის დამყარება ერთმანეთში, მათ შორის ჩვენი დიდი ჩართულობითაც. იცით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ინიციატორი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე პირველი კონტაქტი მოხდა ზუსტად საქართველოში - სომხეთსა და აზერბაიჯანს, საქართველოს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა და ერთ-ერთი პირველი კონტაქტი ჩვენთან მოხდა. ჩვენ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებდით იმ ფარგლებში, რა რესურსიც ქვეყანას აქვს და ვგულშემატკივრობდით ამ ყველაფერს“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს როლი რეგიონში და „შუა დერეფნის“ განვითარებაში ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. საქართველო მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან და აზერბაიჯანთან, მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური კავშირების გამაძლიერებელ ჰაბად ყალიბდება, რაც ხელს უწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ნაკადების განვითარებას. 
„ჩვენ მეზობლებს დღეს აქვთ მშვიდობა, რაც რასაკვირველია სამეზობლოზე აისახება. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობები მათ შორის სამმხრივ ფორმატში აზერბაიჯანთან და თურქეთთან, საქართველო ფაქტობრივად აერთიანებს, შეიძლება ითქვას, ამ სამ ქვეყანას, რაღაც ერთ-ერთი გამაერთიანებელია, იმიტომ რომ ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კეთილმეზობლური და მათ შორის ეკონომიკურად ძალიან აქტიურები ვართ. დღეს ეს რეგიონი არის რაღაც მშვიდობის კუნძული, სადაც შეგიძლია, რომ თავისუფლად ააშენო სერიოზული ლოგისტიკური ჰაბი. ის უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობას. იცით, რომ უმნიშვნელოვანესი არის დასავლეთისთვის ჩინური ტვირთები და პირიქით, და საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ინვესტიციებიც ისხმება, სახელმწიფო ინვესტიციებზე მაქვს საუბარი - ეს არის ინფრასტრუქტურა, მათ შორის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ამასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე გვაქვს ისეთ დიდ პროექტებზე მიდის მუშაობა, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე აეროპორტის პროექტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ამ ბოლო ორ პროექტთან ერთად. და ეს ყველაფერი რას უკავშირდება? უკავშირდება ენერგოუსაფრთხოებას, უკავშირდება ეკონომიკას, უკავშირდება დაკავშირებადობის კონცეფციას და ზოგადად ამ შუა დერეფნის განვითარებას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს აღებული, რომ ვიქნებით კარგი პარტნიორი და ამ მიწოდების ჯაჭვში ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიებისთვის, რომ ვიყოთ ერთგვარი ლოჯისტიკური ჰაბი, სადაც შესაძლებელი არის ტვირთის გატარება, ამ ბიზნეს წარმოება, ბიზნეს პროცესების წარმოება კომფორტულად, კარგი სერვისებით და ასე შემდეგ. პლუს ამას, სტაბილურობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ასევე ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ძალიან ბევრს აკეთებს და რეფორმებსაც გეგმავს ამ მიმართულებით, კონკრეტული ორგანიზაციული ცვლილებებიც იგეგმება. შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო გაორმაგდება  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მუშაობა.  ვგულისხმობ ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტი არის, რომელიც კონსოლიდირებას ახდენს იმ პროდუქტების, რომელიც ზოგადად ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა და ეს რასაკვირველია კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს, რომ გვქონდეს ძალიან სტაბილური ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური სტაბილურობა მათ შორის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და მშვიდობა გამოვიყენოთ და გადავთარგმნოთ იმაში, რომ ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს რასაკვირველია შემდეგ უნდა აისახოს მოსახლეობაზე და მოსახლეობამ უნდა იგრძნოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა