ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ შუა დერეფნის კონტექსტში არსებულ შესაძლებლობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საპორტო, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ჩვენ კოლეგებთან, ისევე როგორც ლიდერებს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა განხორციელებაც მქმსაქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ქვეყნებს შორის მზარდია ვაჭრობა. ზოგადად ჩვენსა და ყირგიზეთს შორის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ამავდროულად ბევრი ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უშუალოდ შუა დერეფნის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უშუალოდ საპორტო, ისევე როგორც სხვა სარკინიგზო, ისევე როგორც სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.