ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი TOP-5 კომპანია - ვინ არიან მფლობელები
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-სთვის ოფიციალური წერილის საფუძველზე მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან მფლობელები:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს ლუკოილ-ჯორჯიას რეგისტრაციის თარიღია 28/02/2002. დღეისათვის ლუკოილ-ჯორჯიას 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება LUKOIL INTERNATIONAL GMBH, FN 134399X /ავსტრია/. კომპანიის დირექტორია რომან პეტრაშოვი,/რუსეთის ფედერაცია/.
შპს რეპსოლი: რეგისტრაციის თარიღია 04/12/2014. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია უჩა ლურსმანაშვილი. ის ასევე არის კომპანია რეპსოლის დირექტორიც.
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია: რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ნუგზარ აბრამიშვილი, წევრი: ლევან ფხაკაძე. კომპანიის გენერალური დირექტორია ვასილი ხორავა.
შპს რომპეტროლ საქართველო: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/12/2005. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი. /ნიდერლანდები/
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ერიკ საგიევი /ყაზახეთი/, წევრი: აბი ზივსილატვია/, წევრი: ადრიან ტოჰანეან /რუმინეთი/.
შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/2010. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Energy Investment Venture Holdings /აშშ/. სან პეტროლიუმ ჯორჯიას დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი /აშშ/.
დღის ტოპ 10 სიახლე
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
08.05.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1600 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6859 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6859 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6874 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1600 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1636 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036
ლარი შეადგინა.