მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კობა გვენეტაძემ 7-წლიანი პრეზიდენტობის ანგარიში წარადგინა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი პრეზიდენტობის ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის,  მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო სექტორის, აკადემიური წრეების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოსვლაში, კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნულ ბანკში განხორციელდა.

კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ამ წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე და თუ რამდენად სწრაფი და ადეკვატური იყო რეაგირება ეროვნული ბანკის მხრიდან. მისი თქმით, ეროვნული ბანკი, ამ პერიოდში, ქვეყნის თითოეულ მოქალაქესთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, გამოწვევებთან, სირთულეებთან ბრძოლისა თუ წარმატებების უშუალო მონაწილე იყო.

„ამ 7 წლიან პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთს მიდევნებული გარე შოკების მთელი კასკადი ვიხილეთ: როგორც გლობალური ფორსმაჟორები - პანდემია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, დოლარის ყველა ვალუტასთან მიმართებით ისტორიული გამყარება, ნავთობის ფასების ისტორიული მაქსიმუმი, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველად ისტორიაში, ნავთობზე უარყოფითი ფასიც კი დაფიქსირდა, ასევე შიდა კრიზისები - 2019 წელს შეწყვეტილი ფრენები, რამაც შემდგომ ნეგატიურად იმოქმედა მოლოდინებსა და შესაბამისად ეროვნული ვალუტის კურსზე. მაღალი ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე და ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, განვითარებული ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით ასეთ პერიოდშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. თუმცა, ძალისხმევა არ დაგვიკლია და სირთულეებს თავი გავართვით, უფრო მეტიც - გამოწვევები ბევრ შემთხვევაში წარმატებად ვაქციეთ. ეროვნულმა ბანკმა მიიღო და გაატარა ადეკვატური, თანმიმდევრული და დროული ზომები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. კარგად მესმის, რომ სირთულეები კვლავ არის, თუმცა, ჩვენს მიერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, დამერწმუნეთ, დღეს სურათი გაცილებით მძიმე იქნებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყველა სექტორის წარმომადგენელს შვიდწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული ბანკის თანამშრომლების დამსახურება:

„თქვენ უდიდესი მისია გაკისრიათ. ეროვნულ ბანკში თანამშრომლების საკმაოდ დიდი დენადობაა,  ამაყი ვარ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს. მჯერა, რომ ეროვნული ბანკის მდიდარი პროფესიული გამოცდილების მქონე გუნდი მომავალშიც წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებსა თუ გამოწვევებს და კვლავაც იქნება: ქვეყანაში ფასების და ფინანსური სტაბილურობის გარანტი; დამოუკიდებელი და ეფექტიანი მარეგულირებელი, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგებზე; საფინანსო სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ხელშემწყობი; აღიარებული ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;  საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დამცველი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა