მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომერციული ბანკების ნაწილში, ეფექტი უპირველეს ყოვლისა მსესხებლების მხრიდან მომართვიანობის გაზრდა შეიძლება იყოს - დავით რუსია სებ-ის გადაწყვეტილებაზე

news image
mbc image

ძალიან ბევრი დარგი ისარგებლებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, - ამის შეახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ განაცხადა. მისი თქმით, სებ-ის გადაწყვეტილება ეხება არსებული უზრუნველყოფის ქვეშ რა მაქსიმალური თანხის გაცემა შეეძლება ბანკს.

„უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ 2024 წელი 9.5%-იანი ზრდის ტემპით დაასრულა, რაც საკმაოდ მაღალია არამარტო რეგიონისთვის, არამედ, მოწინავე ქვეყნებსაც კი გადაასწრო. 2025 წელთან დაკავშირებით, პროგნოზები კეთდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ის მერყეობს 4.8%-დან 6%-მდე. თავად ეკონომიკაში საბანკო სექტორს მნიშვნელოვანი წილი უკავია. თუ აქტივებს შევადარებთ მთლიან შიდა პროდუქტს, რომელზეც ამახვილებდა ყურადღებას ეროვნული ბანკი თავის გადაწყვეტილებაში, ჩვენ საბანკო სექტორი მთლიან შიდა პროდუქტს კიდევაც ვაჭარბებთ აბსოლუტურ მაჩვენებელში.

"თუ იპოთეკურ სესხებზე ვისაუბრებთ, რომელზეც გარკვეული ცვლილებები  შევიდა, იპოთეკურ სესხებს, მთლიან სესხებში სტაბილური 20%-იანი ნიშნული უკავია. დაახლოებით შეიძლება იყოს 19.5 %- 20.5 %. ყოველ შემთხვევაში დიდი გადახრა ამ 20%-იანი ნიშნულისგან არ გვაქვს. იპოთეკურ სესხებს საცალო სესხებში 47-48%-იანი წილი უკავია, რაც მის მნიშვნელობაზე მიუთითებს. თვითონ ეროვნულმა ბანკმა რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს ეხება არსებული უზრუნველყოფის ქვეშ რა მაქსიმალური თანხის გაცემა შეეძლება ბანკს. თუ ფიზიკურ პირს, ან ოჯახს, ან მსესხებელთა ჯგუფს ლარში აქვთ შემოსავალი და მანამდე თავიანთი უზრუნველყოფის 85% -ის აღების საშუალება ჰქონდათ, დღეს ეს მაჩვენებელი 90%-მდე იზრდება. ეს მარტივად, რომ გადავთარგმნოთ, ფიზიკურ პირს, ოჯახს, ნებისმიერ მსესხებელს  საშუალებას აძლევს იგივე არსებული უზრუნველყოფით, იგივე შეფასებით, რასაც შეფასებას დადებს კომერციული ბანკის შემფასებელი იმისი 90%-ი აიღოს. ეს ნიშნავს, რომ შეიძინოს 2 კვადრატით, 3 კვადრატით, 5 კვადრატით უფრო მეტი, რაც გარკვეულწილად შეიძლება გახდეს incentive, რომ ან მეტი ისესხონ იპოთეკური სესხის მსურველებმა, ან გაუჩნდეთ სურვილი, რომ ახლა აიღონ იპოთეკური სესხი. 

ჩვენ ვერ ვადასტურებთ ამ წუთას, რომ შეიძლება რაოდენობაში გაიზარდოს თუ არა იპოთეკური სესხების რაოდენობა, თუმცა მოცულობაში ველოდებით, რომ ზრდა იქნება.  

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, მათაც შეეხება ეს შეღავათი. მანამდე თუ შეეძლოთ თავიანთი შეფასების 70% აეღოთ სესხად, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 80%-ს უტოლდება. ეს როგორც ვთქვით, არამარტო ფიზიკურ პირებს, ოჯახებს და საოჯახო მეურნეობებს ეხება, ეს ირიბად ნიშნავს, რომ ეკონომიკის წახალისება ხდება დამატებითი რესურსებით. გარკვეულწილად, ამით რა თქმა უნდა თვითონ გამყიდველიც ისარგებლებს. შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, შეიძლება იყოს იურიდიული პირი, ან სამშენებლო კომპანია. იპოთეკურ სესხებში მარტო ყიდვა-გაყიდვა ხომ არ არის, არის ასევე სარემონტო სამუშაოები, გადაკეთება, რეაბილიტაცია, მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობა. ასე რომ ძალიან ბევრი დარგი, რომელიც ეკონომიკას საერთო ჯამში წინ მიჰყავს ყველა ისარგებლებს ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით“, - აცხადებს დავით რუსია.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი ფიქრობს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება სამშენებლო სექტორის კუთხით, ეს რა თქმა უნდა თუ  მსესხებლის მხრიდან ნიშნავს,  რომ თუ მეტი კვადრატულობის შეძენა შეეძლება, სამშენებლო კომპანიასაც მეტის შეთავაზება შეეძლება. ეს კი ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უფრო და უფრო მეტი უძრავი ქონება ჩაერთვება.

„კომერციული ბანკების ნაწილში, ეფექტი უპირველეს ყოვლისა ეს შეიძლება იყოს მომართვიანობის გაზრდა მსესხებლების მხრიდან. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ საბანკო სექტორის კვალიფიკაცია საკაოდ მაღალია და ამ გაზრდილ მოთხოვნას ისინი ადეკვატურად უპასუხებენ. შესაბამისად, უნდა მოველოდეთ იპოთეკური სესხების გარკვეულ ზრდას. თუმცა ამას  ჩვენ უფრო პირველი კვარტლისთვის დავინახავთ იმიტომ, რომ თითქმის თებერვალიც დასრულებულია. ალბათ პირველი მარტიდან შეეძლებათ ბანკებს, რომ აქტიურად დაარეკლამონ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. უფრო მეორე კვარტლისთვის გვექნება შესაძლებლობა, რომ შევადაროთ იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი როგორი იყო წელს და როგორი იყო წინა წელს და აქედან გამომდინარე, გარკვეული მსჯელობა ავაგოთ. თუმცა პირველი კვარტლის ბოლომდე ერთი თვეა დარჩენილი და ამ ერთ თვეში რაიმე მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს ამ წუთას  ვერ დავინახავთ. პირველი და მეორე კვარტლის ჯამური მაჩვენებელი უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს“, - ამბობს რუსია.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი საბანკო სექტორის მიმდინარე მაჩვენებლებსაც აფასებს და განმარტავს, რომ საბანკო სექტორის მდგრადობა წლიდან წლამდე მყარდება.

„ის, რომ საბანკო სექტორი მიმზიდველია, ამაზე მეტყველებს მიკრობანკების გამოჩენა საბანკო ასპარეზზე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას. რაც შეეხება კაპიტალს და კოეფიციენტებს ყველა ასე ვთქვათ დღესდღეობით ერთ-ერთ მაღალ შეფასებას აძლევენ. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამ კუთხით ქართული საბანკო სექტორი კარგად არის როგორც კაპიტალიზირებული, ასევე საკუთარი კაპიტალით წარმოდგენილი და დაცული“, - აცხადებს დავით რუსია.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სებ-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზების ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი აქტივობის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალურ მაჩვენებელს ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის დროებით 5 პროცენტული პუნქტით, 90%-მდე, ზრდის. ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდე, გაიზრდება სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღებთათვის. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა