მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანია „მზის ენერგიამ“ ბრიტანულ-ქართული აკადემია 184 კვტ-იანი მზის ელექტროსადგურით აღჭურვა

news image
mbc image

„მზის ენერგიას“ კიდევ ერთი წარმატებულ პროექტი. კომპანიამ ბრიტანულ-ქართული აკადემია მზის პანელებით აღჭურვა, სადაც გამოყენებულია ჰუავეის ჭკვიანი ინვერტორები

184 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური არა მხოლოდ ამცირებს ენერგიის ხარჯებს, არამედ მოსწავლეებს რეალური მაგალითით აჩვენებს ეკომეგობრული ტექნოლოგიების უპირატესობებს. ეს პროექტი აძლევს მათ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას და ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.

შპს მზის ენერგია - SolarEner.ge მზის ენერგიის გარდამქმნელი თანამედროვე ტექნიკის იმპორტიორია საქართველოში. მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან პარტნიორობით შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე მაღალეფექტური პროდუქციის შემოთავაზება.

გარდა პროდუქციისა, გთავაზობთ მზის ელეტრო სადგურის და წყლის გამაცხელებლის მოწყობისთვის საჭირო სრულ სერვისს:

პროექტირება

მონტაჟი

მონიტორინგი

საგარანტიო მომსახურება

ტექნოლოგიების დახვეწით და ფასების შემცირებით მზის ენერგიის გარდაქმნა ფინანსურად ბევრად ეფექტური გახდა. მზის ელექტრო სადგურზე ინვესტირებული თანხის უკუგების პერიოდი საშუალოდ 5 წლამდე შემცირდა. მარტივად რომ ვთქვათ, 5 წლის განმავლობაში გადასახადებში გადასახდელი თანხა შეგიძლიათ მოახმაროთ მზის სადგურის შესყიდვას, ხოლო მომდევნო 20 წელი სარგებლობთ დანაზოგით მიღებული მოგებით.

მზის ენერგიის გარდაქმნა თანამედროვე ფინანსური შემოსავლის წყაროა.

ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საქართველოში მზის ენერგიის ათვისების განვითარებას.

პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაციების მიერ ნაწილდება გრანტები.

ბანკები საზღვრავენ სპეციალურ საკრედიტო და სალიზინგო პირობებს.

სახელმწიფო ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების ათვისების პროგრამებს და ამუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

მზის ენერგიის მაქსიმალურად ათვისება თანამედროვე მსოფლიოს უალტერნატივო გადაწყვეტილებაა. საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ეფექტური რეგიონია მზის ენერგიის ინდუსტრიის განვითარებისათვის.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა