კომუნალურ სექტორში ხელოვნური ინტელექტს ჩაშენება დაწყებულია - სემეკის თავმჯდომარე
კომუნალურ სექტორში ხელოვნურ ინტელექტს ჩაშენება დაწყებულია. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა.
ნარმანიას განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ყველა ზარს პასუხს თავად გასცემს.
„ხელოვნური ინტელექტი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, რომ გაუადვილდეთ კომუნალურ კომპანიებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება და მათ შორის მომხმარებლებსაც უადვილდებათ კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა. ავარიების შემთხვევაში, როდესაც მთელი უბანი რეკავს ერთდროულად წყალმომარაგების კომპანიაში, თუ ელექტრო კომპანიაში, თუ გაზის კომპანიაში შეუძლებელია სამმა და ხუთმა ოპერატორმა ყველას გასცეს პასუხი. ამიტომ ლოდინის დრო არის ძალიან დიდი. თუ ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ჩავაშენებთ და ამისი გაკეთება დაწყებულია, კომუნალურ სექტორში, ჩავაშენებთ ცხელ ხაზზე. ხელოვნური ინტელექტი გასცემს პასუხს ყველა ზარს, რომ ამა და ამ უბანში მოხდა ესა და ეს ავარია და ამ და ამ პერიოდში იქნება ეს ყველაფერი აღდგენილი. გააგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უფრო სწრაფ რეჟიმში ავარიის შემთხვევაში, ვიდრე დღეს არსებული სისტემით იგზავნება და ა.შ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826