ქონების სააგენტო თემქაზე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს ₾1,9 მილიონად ყიდის
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისში, თემქის III მიკრო/რაიონში, V კვარტალში არსებული 10741.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს ყიდის, რომლის საწყისი ღირებულებაც 1 995 000 ლარია.
როგორც საპრივატიზაციო შეთავაზებიდან ირკვევა:
1.საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.
2. ობიექტს იყენებს პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
3. ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge.
4. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (გაზსსადენი), შესაბამისად მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე‘’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის N1-1/525 ბრძანებით განსაზღვრული წესების და პირობების დაცვით.
5. საპრივატიზებო ობიექტზე გადის დაურეგისტრირებელი (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი, მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.
6. ტერიტორიაზე გადის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში (ს.კ N01.00.231) არსებული ხაზოვანი ნაგებობა (გარე განათების თვითმზიდი იზოლირებული სადენი).
7. 1140 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826