კონკურენციის ეროვნული სააგენტო ICPEN-ის პარტნიორი ქვეყანა გახდა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი გახდა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მომუშავე 80-ზე მეტ ქვეყანას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს მთელ მსოფლიოში.
ICPEN-ში გასაწევრიანებლად აუცილებელი კრიტერიუმია წევრი ორგანიზაციების ხმების, წარდგინების მიღება, რაც საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, არასრული 1 წლიანი მუშაობის შედეგად უკვე მოიპოვა.
შესაბამისად, მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ვებგვერდზე - ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, თურქეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, საფრანგეთის და 80-მდე სხვა ქვეყნის გვერდით უკვე საქართველოც არის. (WWW.ICPN.ORG )
ICPEN-ი აერთიანებს: წევრებს, პარტნიორებს და დამკვირვებლებს. მათ შორის, დამკვირვებლის რანგში წარმოდგენილნი არიან - UNCTAD, OECD, EUROPEAN COMMISSION და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიზანია - ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერება და პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაუმჯობესება.
მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელი (ICPEN) არის წარმატებულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ინტერაქციის საერთაშორისო პლატფორმა, რაც საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, ირაკლი ლექვინაძის ხელმძღვანელობით, 3-6 ოქტომბერს, პოლონეთს ეწვევა და საერთაშორისო კონფერენციაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში პროგრესის შესახებ პრეზენტაციით წარდგება. საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყნის პოლონეთის მასპინძლობით იმართება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826