მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დემპინგის თემასთან დაკავშირებული პირველი საქმე დაასრულა

news image
mbc image

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დემპინგის თემასთან დაკავშირებული პირველი საქმე დაასრულა. თემა ეხება ადგილობრივი ინდუსტრიის მხრიდან დაფიქსირებული განაცხადის საფუძველზე დაწყებულ შესწავლას, რომლის მიხედვითაც სომხეთიდან ხდებოდა ფილტრიანი სიგარეტების დემპინგური იმპორტი, 2022 წლის 14 მაისი - 2023 წლის 14 მაისის პერიოდში.

საკითხის შესწავლის პროცესში, სააგენტომ ინფორმაცია დაამუშავა როგორც ადგილობრივი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნის წყაროებზე დაყრდნობით. შესწავლის მიმდინარეობის ეტაპზე გამოიკვეთა დაინტერესებულ მხარეთა მაღალი ხარისხის ჩართულობა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი.

შესწავლის დაწყების შემდეგ, რომლის შესახებ ინფორმირებული იქნა ყველა დაინტერესებული მხარე ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ განცხადების გახმობის შემდეგ, სომხეთიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ შესწავლა შეწყდა. კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, მის მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით, სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის დაწყების შედეგად - ბაზარზე კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა, ბაზარზე არსებული ვითარება იცვლება, რაც იძლევა კეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლებლობას ბაზრის მონაწილეებს შორის.

შესაწავლის დაწყებამდე, განცხადების მატერიალური დასაშვებობის განხილვის ეტაპზე სააგენტოს გააჩნდა კვლევებით გამყარებული ინფორმაცია, რომ  72 740 ყუთი (36 მლნ. კოლოფი)  რამდენიმე დასახელების ფილტრიანი სიგარეტის საშუალო შეწონილი საინვოისო ღირებულება 0.579 ლარი იყო (1 კოლოფი), ხოლო იმავე საქონლისათვის ნორმალური ღირებულება იმპორტირებული რაოდენობების შესაბამისად შეწონილი საშუალო სიდიდე ვაჭრობის იმავე, შესადარ დონეზე შეადგენდა 0.810 ლარს (1 კოლოფი). შესაბამისად, შესწავლის პერიოდში აღნიშნულ პროდუქტებზე დემპინგური ზღვარი შეადგენდა 39,77%-ს. გამომდინარე აქედან, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, პროდუქციის დემპინგურ ფასად იმპორტის ადგილობრივი ინდუსტრიის შესაძლო ზიანის და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის.

რაც შეეხება, ამავე პერრიოდში, სომხეთიდან იმპორტირებული სიგარეტის ჯამურ მაჩვენებლებს. იგი შესწავლის პერიოდისთვის, დაახლოებით, 100 000 ყუთს, ანუ 50 მლნ კოლოფზე მეტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ როგორც ანალიზის შედეგები ცხადყოფს, 2020-2022 წლებში, სომხეთის რესპუბლიკიდან ფილტრიანი სიგარეტების ჯამური იმპორტის დინამიკა, როგორც რაოდენობრივ ისე ღირებულებით ჭრილში, ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა.

განაცხადი სავარაუდო დემპინგთან დაკავშირებით კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს მიმდინარე წლის 15 მაისს მიიღო, შესწავლა 29 ივნისს დაიწყო, საჩივრის გახმობის წერილის საფუძველზე კი შესწავლის შეწყვეტა 18 სექტემბერს მოხდა.

შესაწვლის პერიოდში, საქართველოში სულ 264  მლნ. ლარის სიგარეტის იმპორტი განხორციელდა (276 მლნ. კოლოფი), იმპორტში ყველაზე მეტი წილი თურქეთს - 54%, სომხეთს - 19%, უზბეკეთს - 10%, პოლონეთს - 7% და უკრაინას - 4% უჭირავს. ადგილობრივი ინდუსტრიის წილი ბაზარზე - 10%-ის ფარგლებშია.

ინფორმაციისთის: კანონმდებლობა ,,ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ’’ ძალაში 2021 წლიდან შევიდა, მისი აღსრულება კი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაევალა. კანონმდებლობით აკრძალულია ისეთი დემპინგური იმპორტი, რომლის შედეგად ადგილობრივ ინდუსტრიას ადგება მატერიალური ზიანი ან არსებობს ზიანის მიყენების საფრთხე. ამის შესახებ ადგილობრივი ინდუსტრია უფლებამოსილია სპეციალური განცხადების  ფორმით  სააგენტოს მიმართოს. https://gnca.gov.ge/index.php?m=402

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა