მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კორპორაცია გეგმავს პროგრამის ჩაშვებას, სადაც განვახორციელებთ ინვესტირებას იმ ფონდებში, რომლებიც ქართულ ბიზნესს წილობრივი მონაწილეობით დააფინანსებენ - ირაკლი გაბრიაძე

news image
mbc image

„კაპიტალის ბაზარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენისათვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივა თუ რა წყაროებითა და მექანიზმებით შეძლებს ის დამატებითი სასესხო თუ კაპიტალის მოზიდვას საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.  მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით დადებითი ტენდენციაა.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თაოსნობით, საქართველოს პარლამენტის ძალიან აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობით მოხდა დაახლოებით ხუთი წლის წინ და შეიქმნა მყარი სამართლებრივი ჩარჩო იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და განვითარდეს აღნიშნული ბაზარი.

რაც შეეხება ბოლო ორი წლის ტენდენციას, ის ძირითადად ორ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. პირველი ეს არის სასესხო ფასიანი ქაღალდების, ეგრეთ წოდებული ობლიგაციების ემისია. 2025 წელს ემისიების მოცულობამ 1,5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებული ციფრია. ჯამურად რომ შევაფასოთ, ისტორიულად 5,5 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციაა გამოშვებული, საიდანაც 1,5 მილიარდი ლარი მხოლოდ გასულ წელს განთავსდა. ეს ყველაფერი სახელმწიფოს, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“-ს ძალიან აქტიური ჩართულობით განხორციელდა, რადგან ჩვენს პორტფელში გვაქვს პროგრამა, რომელიც სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერას ითვალისწინებს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.

„მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს, მხარდაჭერა უკვე გამოეცხადა 14 კომპანიის 22 ემისიას. მხოლოდ ამ მხარდაჭერილი ემისიების მოცულობამ უკვე გადააჭარბა მილიარდ ლარს. თუმცა, ამ ბაზარზე ყველაზე მეტად ახალი ემიტენტების გამოჩენა გვახარებს.

„ამ 14 ემიტენტიდან 5 სრულიად ახალია ბაზარზე და მჯერა, რომ მათი მოზიდვა და კაპიტალის ბაზარზე შემოსვლა სწორედ ჩვენი პროგრამის დამსახურებაა. მთლიან ემისიებში ჩვენს პროგრამას დაახლოებით 45-50%-იანი წილი უჭირავს, რაც ამ პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის უდიდეს როლზე მიანიშნებს.

მიმდინარე წელსაც ამ ბაზარზე საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება, – უკვე განხორციელდა 320 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ემისია. ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ეს მიმართულება კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.

დღეისათვის ამ სექტორის მთლიანი აქტიური პორტფელი 2,7 მილიარდ ლარს შეადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი საბანკო სესხების მოცულობას ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამოუვარდება, თუმცა თავად სასესხო ინსტრუმენტის ზრდის ტემპი და მისი წილი მთლიან სასესხო პორტფელში საკმაოდ სწრაფად იზრდება.

კაპიტალის ბაზრის განვითარების ჭრილში, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც უნდა განვიხილოთ, საინვესტიციო ფონდებია. საკმაოდ მაღალი აქტივობაა საინვესტიციო ფონდების მიმართულებითაც. ქვეყანაში უკვე 21 ფონდია დარეგისტრირებული, ხოლო მათი აქტივების მოცულობა გასულ წელს ორნახევარჯერ გაიზარდა და 170 მილიონი ლარიდან 440 მილიონ ლარს მიაღწია. მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით მიმდინარე წელსაც“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა. 

ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არსებული საინვესტიციო ფონდების სტრუქტურაა. მისი თქმით, დღეს ბაზარზე არსებული ფონდების მოცულობის დაახლოებით 97% ფიქსირებული შემოსავლის მქონე სასესხო ინსტრუმენტებისკენ არის მიმართული, რაც დაფინანსების ალტერნატიული ფორმების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს. გაბრიაძის შეფასებით, სწორედ ამ მიმართულებით ხედავს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საკუთარი ჩართულობისა და მხარდაჭერის საჭიროებას.

„ანუ აღნიშნული ფონდები ძირითადად ყიდულობენ ბონდებს, ძირითადად ყიდულობენ სესხების აქტივებს. და ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ კერძო კაპიტალის ფონდების განვითარებას, რომელიც უკვე კომპანიებს დააფინანსებენ პირდაპირ კომპანიებში წილობრივი მონაწილეობით შესვლით. და ამ მიმართულებით გვექნება არაერთი აქტივობა, მათ შორის უახლოეს მომავალში კორპორაცია უკვე გეგმავს, რომ გაუშვას პროგრამა, სადაც ჩვენ განვახორციელებთ ინვესტირებას იმ ფონდებში, რომლებიც შემდეგ დააფინანსებს ქართულ ბიზნესს ამ მექანიზმის გამოყენებით“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა