მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.4
0.0031
flag
AZN 1.5711
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0007
flag
EUR 3.1003
-0.0092
flag
GBP 3.5762
-0.0147
flag
KZT 55.17
-0.0047
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6708
-0.0008
news banner

ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს - თამარ იოსელიანი

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო კომპანია Visa-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი სივრცე მგზავრებს საშუალებას მისცემს, გაფრენამდე დრო კომფორტულად გაატარონ და შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ.

თამარ იოსელიანის შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზეა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. სწორედ ამიტომ, დღეს ახალი ბიზნეს ლაუნჯი გავხსენით, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენი მომხმარებლებისა და მგზავრების კომფორტზეა გათვლილი. ამ თვეების განმავლობაში აქტიურად ვითანამშრომლეთ ჩვენს პარტნიორ კომპანია Visa-სთან, რომელმაც აღნიშნულ პროექტში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ასევე, აქ წარმოდგენილია „თიბისი ბანკი" „თიბისი კონცეპტის" მეშვეობით. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალი, დამატებითი და კომფორტული სერვისებით ისარგებლონ" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მზარდი დინამიკით ხასიათდება. მისი შეფასებით, საავიაციო სექტორისთვის 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო - ქვეყნის მასშტაბით, მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 14%-იანი მატება დაფიქსირდა, ხოლო უშუალოდ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. ,,წარმატებული იყო 2026 წლის პირველი კვარტალიც - რეგიონში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მგზავრთნაკადის მიმართულებით დაახლოებით 4%-იანი ზრდა ფიქსირდება", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანს მოემსახურება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში სივრცე Visa-ს კონცეფციით იქნება გაფორმებული.

ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სწრაფი გავლის ( Fast Track) სერვისი ამოქმედდა, რომელიც შეამცირებს ლოდინის დროს უსაფრთხოების შემოწმებისა და პასპორტ-კონტროლის გავლისას, რაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის მართვას გააუმჯობესებს. სერვისი იმუშავებს თვითმომსახურების პრინციპით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს საზღვრის კონტროლის ავტომატური სისტემაც დაინერგა, რომელიც აეროპორტში გადაადგილებასა და მომსახურებას უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის.

„ჩვენ ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მგზავრებზე ორიენტირებული, კომფორტული გარემოს შექმნა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასევე გათვლილია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებსა და ბიზნეს სექტორზე, რათა მათ ქუთაისის აეროპორტში შესაბამისი, უმაღლესი სტანდარტის მომსახურება დავახვედროთ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან კანადაში ექსპორტი 140%-ით არის გაზრდილი - საქსტატი

29.05.2026.19:00

საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. საქსტატის მონაცემების მიხედვით. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 21 663.7​ ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ოთხ თვეში მაჩვენებელი 22 160.6 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად, მიმდინარე წელს კანადასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2%-ით არის შემცირებული. 

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ კანადაში 7 572.7 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 154.8 ათასი დოლარის. მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან კანადაში ექსპორტი 140%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადაში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 6 636.0 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 409.5 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 196.7 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 75.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 65.2 ათასი დოლარი;

სამაგიეროდ 26%-იანი კლებაა კანადიდან საქართველოში იმპორტის სტატისტიკაში. 2026 წლის ოთხ თვეში კანადამ საქართველოში 14 091.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 005.8 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 11 886.6
  • პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - 542.3 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 313.9 ათასი დოლარი;
  • თევზი გაყინული - 240.0 ათასი დოლარი;
  • ვულკანიზებული რეზინის ტანსაცმელი და მისი საკუთნოები​ - 133.7 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა