მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კურორტი აბასთუმანი 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

კურორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად და დღეის მდგომარეობით, მიმდინარე თუ შესრულებული სამუშაოები, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განახლებული აბასთუმანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბასთუმანში ვიზიტისას განაცხადა. 

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კურორტ აბასთუმანში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების  ობიექტების, მათ შორის რესტორნებისა და გასართობ-დასასვენებელი სივრცეების ინვესტორებთან მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და მხარის რწმუნებულის წარმომადგენელი. საკოორდინაციო შეხვედრაში 10-მდე სხვადასხვა ობიექტის ინვესტორი მონაწილეობდა.

„ინტენსიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებისა  და სხვა განთავსების ობიექტების მშენებლობას ახორციელებენ აბასთუმანში, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვთ კურორტის განვითარებაში.  ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, აბასთუმანი გახდება უნიკალური კურორტი, რომელიც ათასობით სტუმარს მიიღებს. აღსანიშნავია რომ აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს და სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი დასრულებულია“, - აღნიშნა დავითაშვილმა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული არსებული საკითხები და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში არსებული სამშენებლო სამუშაოები.

აბასთუმანში მიმდინარე მსხვილი პროექტების ინვესტორებმა ვიცე-პრემიერს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება.

თავის მხრივ, ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო.

ლევან დავითაშვილის თქმით, კურორტის განვითარების მიზნით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია კერძო სექტორთან, რომლებიც ჩართულები არიან კურორტის რეაბილიტაციაში.  

აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა